თემატური რუბრიკები
ა. საზოგადოებრივი მეცნიერებები
ა1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები
ა3. ეკონომიკა
ა4. განათლება
ა5. ინფორმატიკა
ა6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები
ბ. საბუნებისმეტყველო
და ზუსტი მეცნიერებები
ბ1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა
ბ2. ქიმია. ბიოლოგია
ბ4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია
ბ5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
გ. ტექნიკური
და გამოყენებითი
მეცნიერებები.
ეკონომიკის დარგები
გ1. ენერგეტიკა
გ2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა
გ3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა
გ4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა
გ5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა
გ9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა
გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია
გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი
გ12. ტრანსპორტი
გ13. მედიცინა. ჯანდაცვა
დ3. სტატისტიკა
დ4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები
ა. საზოგადოებრივი მეცნიერებები
ა1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები
4.ა1.1. სახელმწიფოს მმართველობის ფორმები საქართველოში. /ჯ. ხეცურიანი/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2008. – ტ. 2. - # 3. – გვ. 175-180. – ინგლ., რეზ.: ქართ., ინგლ.
საქართველოში სახელმწიფოს მმართველობის ფორმებიდან ყველაზე ხანგრძლივად მონარქიული მმართველობა მოქმედებდა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს და 1801 წლამდე, რუსეთის მიერ საქართველოს პირველ ანექსიამდე გაგრძელდა. ისტორიის ამ მონაკვეთში მონარქიულ მმართველობას აბსოლუტური მონარქიის სახე ჰქონდა, თუმცა, საქართველოს მეფის ხელისუფლება არასდროს ყოფილა დესპოტური ერთმმართველობა. უფრო მეტიც, მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის დროს პარლამენტური მონარქიის შემოღების მცდელობას ჰქონდა ადგილი (მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური პროგრამა). საქართველოს ისტორიაში სახელმწიფოს მმართველობის თითქმის ყველა ფორმა და მათი სახეობები იყო გამოყენებული. რესპუბლიკური მმართველობიდან გამოიცადა მისი ყველა სახეობა: საპრეზიდენტო, ნახევრადსაპრეზიდენტო (შერეული), საპარლამეტო მმართველობა; მონარქიული მმართველობიდან კი მხოლოდ მისი ერთ-ერთი სახეობა – აბსოლუტური მონარქია. რაც შეეხება პარლამენტურ მონარქიას, მისი გამოყენების პრაქტიკა ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია. საქართველოში მმართველობის რესპუბლიკური ფორმის ყველა სახეობის მონაცვლეობა უკანასკნელი ჩვიდმეტი წლის მანძილზე მოხდა, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეულია სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის შესაძლებლობების გადაჭარბებული გაგებით, მასზე იმ ამოცანების დაკისრებით, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ მმართველობის თუნდაც ყველაზე დემოკრატიული სისტემის შემოღებით შეუძლებელია. ამავე მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული ქართულ საზოგადოებაში ბოლო დროს გაჩენილი იდეა – ქვეყანაში პარლამენტური მონარქიის შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ. სტატიაში გაანალიზებულია ის არგუმენტები, რომლებიც საქართველოში პარლამენტური მონარქიის შემოღების სასარგებლოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. აქვე არის წარმოდგენილი ის ხელის შემშლელი გარემოებებიც, რომლებიც მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნიან სახელმწიფოს მმართველობის ფორმის ასეთი ტრანსფორმირებისათვის. მათი დაძლევა დიდ დროს, ძალისხმევასა და საზოგადოებრივი ცნობიერების სათანადო მომზადებას მოითხოვს. არჩევანი რესპუბლიკასა და მონარქიას შორის თავად ხალხმა უნდა გააკეთოს რეფერენდუმით, რადგან სახელმწიფოს მმართველობის ფორმის შეცვლა, ავტორის აზრით, არ შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, თუნდაც არჩევნებში გამარჯვებულის, გადასაწყვეტი საკითხი.
ავტ.
უაკ 364:159.992.2
4.ა2.1. სოციალური სისტემა და პიროვნების ფასეულებრივი ორიენტაცია. /ს. ლომინაძე/. შრომები - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბის” დამატება. – 2008. - #11. – გვ. 219-221. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია პიროვნების ღირებულებათა მთავარი ორიენტაციები. აღნიშნულია, რომ ახალგაზრდობის ღირებულებათა ორიენტაციების შესწავლა მნიშვნელოვანია პედაგოგებისათვის. სტატიაში გახსნილია საზოგადოების და პიროვნებათა შორის ურთიერთობის დიალექტიკა. ავტორი ამტკიცებს, რომ თავისუფალი აზროვნება საზოგადოებრივ განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს. აღნიშნულია, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ძალუძს გააერთიანონ ერი და სახელმწიფო და ისინი წარმოადგენენ სიცოცხლის, სამართლის და თავისუფლების გარანტს.
ავტ.
უაკ 336
4.ა3.1. ფინანსური გლობალიზაცია. /ე. მექვაბიშვილი/. ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. – #2. – გვ. 32-38. – ქართ., რეფ.: რუს.
ფინანსური გლობალიზაციისათვის დამახასიათებელი ნიშნებიდან უმთავრესია: 1. ფინანსურ სფეროში უზარმაზარი ღირებულების შექმნა და დაგროვება და 2. სასესხო კაპიტალის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პორტფელური ინვესტიციების და ვალუტის ბაზრის გიგანტური ზრდა. მოცემულია თითოეული კატეგორიის მიმოხილვა მსოფლიო მასშტაბით. ფინანსური გლობალიზაცია გარკვეულ პოზიტიურ გავლენას ახდენს სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ იწვევს ეკონომიკურ არასტაბილურობას, რაც არც თუ იშვიათად ფინანსურ კრიზისებში გადაზრდის საშიშროებას ქმნის.
ნ. ჩხაიძე
უაკ 336.746
4.ა3.2. მონეტარული პოლიტიკის ზოგიერთი თავისებურება საქართველოში. /ნ. ხადური/. - ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. – # 2. - გვ.: 50-58. - ქართ., რეზ.: ინგლ.
საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ხშირი იყო ქონების როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური ექსპროპორციის ფაქტები, ბიზნესის არაოფიციალური დაბეგვრის შემთხვევები და ა.შ. საინტერესოა საქართველოში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის დინამიკა. 1995 წელს, როდესაც კუპონი ლარით იქნა ჩანაცვლებული, მიმოქცევაში მხოლოდ 95 მილიონი ლარი იყო, 2007 წლის დეკემბერში ამ მაჩვენებელმა 1,3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რასაც გაცვლითი კურსის დაცემა უნდა გამოეწვია, მოხდა კი პირიქით. ამ მოვლენას შეიძლება ანტიინფლაციური დატვირთვა ქონდეს, მაგრამ იგი მძიმე მდგომარეობაში აყენებს ისედაც დეფიციტურ საგადამხდელო ბალანსს. ამასთან საქართველოში ინფლაციის დამარცხება ვერ ხერხდება. საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მონაცემებით 2009 წელს ინფლაცია 9%-ს გაუტოლდება, ხოლო შემდეგ საპროგნოზო წლებში 8, 5, 8 და 7% იქნება, რაც თავისთავად უკვე მაღალი მაჩვენებლებია. დაბალია იმპორტის ექსპორტით გადაფარვის მაჩვენებელი – 23%. ამ ფონზე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისათვის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მინიჭება, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოა. სტატიაში მოცემულია 1995-2008 წლებში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის, აშშ დოლარის და ევროს გაცვლითი კურსის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის და წლიური ინფლაციის ამსახველი დიაგრამები.
ნ. ჩხაიძე
უაკ 336.71:06.012.7
4.ა3.3. ბანკის ლიკვიდობის მართვის სრულყოფისათვის. /მ. გოგოხია/. – ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. –
# 2. - გვ. 136-141. – ქართ., რეზ.: ინგლ.
ბანკის ლიკვიდობის რისკის სამართავად პრაქტიკამ შეიმუშავა რიგი მეთოდებისა, რომლებიც დაფუძნებულია აქტივების, პასივების ან მათ ერთდროულ მართვაზე. სტატიაში განხილულია ამ მეთოდებიდან თითოეულის უპირატესობები და ნაკლოვანებები. განხილულია აგრეთვე ლიკვიდობის მართვის სხვა მეთოდებიც: სარეზერვო პოზიციის მართვის მეთოდი, ბანკის სეკურიტიზაცია და იმუნიზაცია, კოეფიციენტების მეთოდი, ფულადი ნაკადების მართვის მექანიზმი. კომერციული ბანკის ლიკვიდობის მართვა ცენტრალური ბანკის მიერაც ხორციელდება, რომელიც აწესებს ლიკვიდობის ერთიან ნორმატივებს, სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნებს, ახორციელებს რეფინანსირებას.
ნ. ჩხაიძე
უაკ 336.3
4.ა3.4. მიკროსესხების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტენდენციები. /თ. ხომერიკი/. – ეკონომიკა და ბიზნესი. – 2008. – # 2. - გვ. 146-156. – ქართ., რეზ.: ინგლ.
მოცემულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მახასიათებლები და მარეგულირებელი ნორმები, სტატისტიკური მონაცემები რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირების შესახებ. პარალელურად აქტუალურობა არ დაუკარგავს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირების შესახებ 2002 წლიდან მოქმედ კანონმდებლობას. საკრედიტო კავშირები მოქმედებენ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით და შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, განსაკუთრებით სოფლად. გამოთქმულია მოსაზრება აგრეთვე ადგილობრივი ეკონომიკის კლასტერული პრინციპით განვითარების სასარგებლოდ.
ნ. ჩხაიძე
უაკ 338
4.ა3.5. სახელმწიფო და ეკონომიკა. /თ. ჩხეიძე, ე. ჩხარტიშვილი, ლ. კახაძე/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2008. - #3(11).
– გვ. 115-121. - ქართ., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში აიხსნება და გამართლებულია, უფრო მეტი სავალდებულოც კი არის, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალი საბაზრო ძალების გამოვლენა არაეფექტურია საზოგადოებისათვის. ანუ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაზარი არ “მუშაობს” ანდა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს რესურსების ოპტიმალურ განაწილებას რათა საერთოდ, ან საკმარისი რაოდენობით აწარმოოს “საზოგადოებრივი სიკეთე”. რაც შეეხება თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოს როლის გააქტიურების აუცილებლობას საქართველოს ეკონომიკის რეგულირების საკითხში განსაზღვრავს ბაზრის ის ჩავარდნები, რომლებმაც გამოიწვიეს: უმუშევრობის მაღალი დონე; ქვეყნიდან შრომის უნარიანი მოსახლეობის გადინება და დემოგრაფიული სიტუაციის გამძაფრება; ადგილობრივი წარმოშობის კაპიტალის დაგროვების დაბალი ტემპები და არსებულის ქვეყნის გარეთ გადინების არასასურველი ტენდეცია.; ენერგორესურსების დეფიციტი. საბაზრო ეკონომიკის განვითარების და შედეგად უმუშევრობის დაძლევის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ეკონომიკის დარგების განვითარების პრიორეტული სქემა.
ავტ.
უაკ 339.562/.564
4.ა3.6. ექსპორტი და იმპორტი როგორც ერთობლივი ხარჯების შემადგენელი ნაწილი. / ნ. გურამიშვილი/. შრომები - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბის” დამატება. – 2008. - #11. – გვ. 40-41. – რუს., რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია ეკონომიკის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მიზეზები, მისი გამოვლენის ფორმები, ასევე განხილულია ქვეყნების მონაწილეობის უპირატესობა მსოფლიო სამეურნო ურთიერთობებში და ის პრობლემები, რომლებსაც წარმოშობს ეს მონაწილეობა.
ავტ.
უაკ 338.124.4:339.747
4.ა3.7. მსოფლიო ფინანსური კრიზისი და საქართველოს სავალუტო პოლიტიკა. /ა. ლაფაჩი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 31-35. – ქართ., რეფ.: ინგლ.
ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისია და ეს გამოიხატება რამდენიმე პარამეტრში: მცირდება დასაქმება, კერძო სტრუქტურები ამცირებენ თანამშრომლებს. ყოველივეს ამის შედეგი კი ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის შემცირებაა. ეს ეხება როგორც მრეწველობის ისე სამშენებლო თუ სხვა სექტორს, რომელიც თითქმის გაჩერებულია. პრაქტიკულად გაჩერებულია ეკონომიკის თითქმის ყველა სეგმენტი. ასე, რომ კრიზისული ვითარება აშკარად ჩამოყალიბდა. ჩატარებული კვლევებიდან ირკვევა, რომ გარდაუვალია ლარის დევალვაცია. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაიზრდება საექსპორტო წარმოება და ექსპორტ-იმპორტის არსებული თანაფარდობა ექსპორტის სასარგებლოდ არ შეიცვლება, ან, უწყვეტი ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოდინება კვლავ არ აღდგება, და უცხოეთიდან ფულადი გზავნილები ადრინდელ მასშტაბებს არ მიაღწევს. გვექნება თუ არა, ამის გამო, სავალუტო კრიზისი? გვაქვს ყველა საშუალება, რომ კრიზისი თავიდან ავიცილოთ. ჯერ ერთი, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები მილიარდ დოლარზე მეტია, მეორე ის, რომ 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, სხვა დონორი ქვეყნებიდან საქართველომ უნდა მიიღოს 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება. უცხოური ვალუტის შემოდინება ასე თუ ისე მაინც იქნება, ჯერ ერთი საქართველოს მოქალაქეები კვლავ გამოაგზავნიან ფულად საშუალებებს და მეორეც ქვეყანაში შემოდის ინვესტიციებიც, ანუ ობიექტურად, სავალუტო კრიზისის მოლოდინი საქართველოში არ არის.
ავტ.
უაკ 332.2
4.ა3.8. ბიზნესის შეფასებისა და საწარმოს გადახდისუნარიანობის განსაზღვრის მეთოდოლოგიური მიდგომები. /ი. ფალელაშვილი, ს. თურმანიძე, გ. ძაგნიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 36-40. – ქართ.; რეფ.: ინგლ.
აგრობიზნესის საწარმოთა გადახდისუნარიანობის შეფასებისათვის არსებულ მრავალ მაჩვენებელთა შორის უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სამ ძირითად მაჩვენებელს: გრძელვადიან ვალდებულებათა ლიკვიდაციის კოეფიციენტს, მიმდინარე ლიკვიდაციის კოეფიციენტს და შუალედური ლიკვიდაციის კოეფიციენტს. რენტაბელური საწარმოს მთლიანი გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი გაიანგარიშება საკუთარი კაპიტალის ვალდებულების საერთო თანხასთან შეფარდებით, ხოლო დაბალრენტაბელურ ან ზარალიან საწარმოში კი მიმდინარე აქტივების ყველა ვალდებულებების თანხასთან შეფარდებით. ამდენად, აგრობიზნესის შეფასება შეიძლება ჩავატაროთ შემდეგი თანმიმდევრობით: ა. საწარმოს ქონების ღირებულების განსაზღვრა; ბ. რენტაბელობის, გადახდისუნარიანობის, ფინანსური მდგრადობის, ეფექტიანობის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთა სისტემის გაანგარიშება და ანალიზი პერსპექტივაში.
ავტ.
უაკ 658.14/.17
4.ა3.9. სამეწარმეო სუბიექტების ფინანსური მდგომარეობის შეფასება. /გ. ძაგნიძე, ი. ფალელაშვილი, ს. თურმანიძე/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 41-49. – ქართ., რეფ.: ინგლ.
საწარმოთა მდგრადი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გამოხატული იქნეს ეკონომიკურ მაჩვენებელთა ერთიანი სისტემით, რომელშიც ყოველმხრივ იქნება ასახული საწარმოს ბალანსის სტრუქტურა. მაგრამ ამ მაჩვენებელთა სიმრავლე ზოგჯერ ართულებს ბიზნესსაქმიანობის ფინანსური მდგომარეობის ობიექტურ შეფასებას. ამიტომ მიზანშეწონილია უპირატესობა მივანიჭოთ მაჩვენებელთა მხოლოდ ნაწილს დამატებით შემოვიღოთ ისეთი კოეფიციენტები როგორიცაა: დავალიანების, ვალების გადახდის ვალდებულების, საკუთარი საბრუნავი საშუალებებით უზრუნველყოფის და ფინანსური მდგრადობის კოეფიციენტები. აგროსაწარმოს ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილად შეფასებისათვის აუცილებელია გამოვიყენოთ ფინანსური მდგომარეობის ინტეგრალური კოეფიციენტი, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას მოგვცემს საწარმოს (ფირმის) ფუნქციონირების ეფექტიანობის კომპლექსურ შეფასებაზე.
ავტ.
უაკ 332.2
4.ა3.10. მოგების განსაზღვრა აგრობიზნესურ საწარმოებში. /ს. თურმანიძე, გ. ძაგნიძე, ი. ფალელაშვილი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 50-56. – ქართ., რეფ.: ინგლ.
პრაქტიკაში მიღებულია მოგების გაანგარიშების ორი ვარიანტი: ინგლისურ-ამერიკული და ფრანგულ-გერმანული. ორივე ვარიანტს ახასიათებს ნაკლოვანებები. ამიტომ, უმჯობესია მოხდეს მოგების განსაზღვრის აღნიშნული ვარიანტების მეთოდიკის უპირატესობათა შეჯერება, რომელიც უფრო ზუსტად დაახასიათებს აგრობიზნესის მოგებას და საშუალებას მისცემს ბიზნესმენს გაითვალისწინოს თუ როგორ გაზარდოს იგი. ყოველივე ეს მიღწეული უნდა იქნეს ორი გზით: საწაროო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებით და საკუთარი აქტივების უკეთ გამოყენებით. ამრიგად, აგრობიზნესის მოგების შეფასებისათვის უფრო მისაღებია ინვესტირებული კაპიტალის და გაყიდვების მაჩვენებლების გამოყენება.
ავტ.
უაკ 336.12
4.ა3.11. მოსაზრებები საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით. /მ. მჭედლიშვილი, ა. ლაფაჩი/. აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2009. - #1. – გვ. 57-60. – ქართ., რეფ.: ინგლ.
ბიუჯეტის ფორმირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის სტრუქტურას, რამაც უნდა უზრუნველყოს ხარჯებისა და შემოსავლების რაციონალური თანაფარდობა. ბიუჯეტის შედგენის დროს უპირატესობა, შემოსავლებთან შედარებით, უნდა მიეცეს ხარჯებს. მეტად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ხარჯების და რესურსების ისეთი დონით განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისათვის. ეკონომიკური რეფორმისა და მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ცვლილებები ფისკალურ სფეროში, ამასთან, საქართველოს მთავრობა გეგმავს, უახლოესი 5 წლის განმავლობაში განახორციელოს სტრატეგიული ცვლილებები ფისკალური პოლიტიკის სრულყოფისა და ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რამაც უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ხარჯების ზრდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე და საფინანსო წესრიგის გაძლიერება.
ავტ.
უაკ 37.014
4.ა4.1. საბუნებისმეტყველო დარგებში სამეცნიერო კადრების მომზადების საკითხის შესახებ. /რ. ჯობავა, მ. ლომოური, ლ. გეონჯიანი/. ჰმი-ს შრომათა კრებული – 2008. - ტ. 115. - გვ. 204-213. - ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში განათლების ხარისხის აწევის აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა 2008 წლის მისაღები გამოცდების შედეგების კვლევა თსუ-ში ჩარიცხული კონტინგენტის მომზადების შეფასების თვალსაზრისით. დასახულ იქნა განათლების დონის აწევის გზები.
ავტ.
უაკ
167/168.001.76:002.5/.6
4.ა5.1. კვლევის შედეგების კომერციალიზაციის საინფორმაციო მხარდაჭერა. /ნ. მახვილაძე, ე. პავლოვიჩი, თ. ჩუბინიშვილი/. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ”თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები” თეზისები. - 2008. – გვ. 207-208. - ქართ.
აღწერილია საინფორმაციო ტექნოლოგოების გამოყენებით ტექინფორმის მიერ წარმოებული საქმიანობა საქართველოს მეცნიერთა საინოვაციო წინადადებისა და კომერციალიზაციისთვის გამოსადეგ კვლევათა შედეგების პრომოუშენის საქმეში. კერძოდ: შექმნილია შესაბამისი მონაცემთა ბაზები, რომლებიც ვრცელდება სატელეკომუნიკაციო ქსელებით, ლაზერული კომპაქტ-დისკებით; ფართოდ გამოიყენება ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურები, როგორიცაა ICSTI, ISTC, FAO, AGRIC/CARIS; შემუშავებულია საინოვაციო სტრატეგიის განხორციელების სამწლიანი (2007-2009 წ.წ.) გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ ქმედებათა დაგეგმვას, მართვას და კოორდინაციას, რომელიც უზრუნველყოფს ქართველ მეცნიერთა სათანადო მონაწილეობას ევროგაერთიანების კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამებში.
ავტ.
უაკ
001.001.73:002.5/.6
4.ა5.2. საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერების რეფორმირების პროცესში. /თ. ჩუბინიშვილი, ფ. წოწკოლაური/. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ”თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები” თეზისები. - 2008. – გვ. 219-220. - ქართ.
მეცნიერების სფეროს გარდაქმნის პროცესში, მართვის სრულყოფის თვალსაზრისით საკმარისი არ არის სამეცნიერო პროდუქციის მხოლოდ გავრცელება, არამედ საჭიროა მისი გამოყენების ეფექტიანობის დადგენაც. ეს კი შესაძლებელია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ციტირების ინდექსის დამდგენი სისტემების მეშვეობით. ტექინფორმმა ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ საჭიროა ასეთივე სისტემის შექმნის სამუშაოების დაწყება თვით საქართველოშიც. სამეცნიერო კვლევის შედეგების ეფექტიანობის და გამოყენების ინდექსების დადგენა შესაძლებელს გახდის ქართველ მეცნიერთა საქმიანობის შეფასების პროცესს და დაეხმარება საფინანსო ორგანოებს დააფინანსონ ეკონომიკის დარგებისთვის საჭირო კვლევები. აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი გახდება აგრეთვე კვლევების და ინოვაციების ფინანსირების სისტემის რეორგანიზაციაც. ინდექსების დამდგენი სისტემის გამოყენება გააღრმავებს მეცნიერების სფეროში კოოპერირების პროცესს, დააჩქარებს კვლევების და ინოვაციების სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, ხელს შეუწყობს კავშირების "წარმოება–კვლევითი ორგანიზაციები-უმაღლესი სასწავლებლები" ფორმირებას და გაფართოებას. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს კვლევების დაფინანსების სისტემაში სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად სამეურნეო საქმიანობიდან დაფინანსების წილის ზრდას. კვლევების და