ა. საზოგადოებრივი მეცნიერებები
ა1. სახელმწიფო და სამართალი. იურიდიული მეცნიერებები
ა2. სოციოლოგია. დემოგრაფია
ა3. ეკონომიკა
ა4. განათლება
ა5. ინფორმატიკა
ა6. სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები
ბ. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
ბ1. მათემატიკა. მექანიკა. ფიზიკა. კიბერნეტიკა
ბ2. ქიმია. ბიოლოგია
ბ3. გეოლოგია. გეოდეზია
ბ4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია
ბ5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
გ. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები
გ1. ენერგეტიკა
გ2. ელექტროტექნიკა. ელექტრონიკა. რადიოტექნიკა. კავშირგაბმულობა
გ3. ავტომატიკა და ტელემექანიკა. გამოთვლითი ტექნიკა
გ4. სამთო საქმე. მეტალურგია. ქიმიური მრეწველობა
გ5. მანქანათმშენებლობა. ხელსაწყოთმშენებლობა
გ6. მსუბუქი მრეწველობა
გ7. კვების მრეწველობა
გ8. მშენებლობა. არქიტექტურა
გ9. სოფლისა და სატყეო მეურნეობა. თევზის მეურნეობა
გ10. წყლის მეურნეობა. მელიორაცია
გ11. საგარეო და შიდა ვაჭრობა. ტურიზმი
გ12. ტრანსპორტი
გ13. მედიცინა. ჯანდაცვა
დ1. ორგანიზაცია და მართვა
დ2. გარემოს დაცვა. ეკოლოგია
დ3. სტატისტიკა
დ4. სხვა დარგთაშორისი პრობლემები
უაკ 339.137.2
ა1.1. კონკურენციის პოლიტიკის რეალიზაციის შემაფერხებელი გარემოებები საქართველოში. /ს. ფეტელავა/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 106-113. – ქართ.; რეზ.: რუს.
მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია ანტიმონოპოლური რეგულირების მექანიზმების სრულყოფა. ამ საქმეში მნიშვნელოვანია სამართლებრივი ბაზის როლი. გაანალიზებულია კონკურენციის საკითხებზე საქართველოში არსებული სამართლებრივი ნორმები და მოცემულია მისი განსხვავება განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ და საქართველოში მოქმედ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობებს შორის. მოცემულია საქართველოში მოქმედი საკონკურენციო სამართლებრივი ნორმების აღსრულების უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორები და ის კონკრეტული მიზეზები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს კონკურენციის არსებული სამართლებრივი ნორმების შემდგომ სრულყოფას.
ავტ.
უაკ 34.01:502.656
ა1.2. წყლის რესურების მართვის არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი. /ქ. დგებუაძე, ი. კავილაძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 13-16. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
დღესათვის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ნარჩენების რაოდენობის, შედგენილობისა და მართვის მეთოდების შესახებ, რის გამოც შეუძლებელია ამ პროცესების შედეგად წყლის რესურსების გაჭუჭყიანების ხარისხის განსაზღვრა. საქართველოში მიღებულია დაახლოებით 30 კანონი, რომლებშიც მეტ-ნაკლებადაა ასახული წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხები. აღნიშნული კანონების ანალიზის დროს წარმოიქმნება ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც საკანონმდებლო ბაზაში შესწორებათა შეტანას მოითხოვს. კანონი საკმაოდ მკაცრად უნდა არეგულირებდეს როგორც წყლის გამოყენების, ასევე გამოყენებული წყლის მართვის მექანიზმებს.
ავტ.
უაკ 330.59
ა2.1. მოსახლეობის ცხოვრების დონის თვითშეფასების ძირითადი შედეგები. /ო. შურღაია/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 35-42. _ ქართ.; რეზ. რუს.
გაანალიზირებულია პოსტსოციალისტურ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებები. სოციოლოგიური გამოკითხვით რესპოდენტთა მხოლოდ 1,3% მიიჩნევს თავისი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას როგორც კარგს – ფულის ხარჯვა შეუძლია თავისუფლად; 16,4% - საშუალოდ – ადვილად იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს; 31,5% თვლის, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – მეტ-ნაკლებად იკმაყოფილებს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, 30,8% - ნაკლებად დამაკმაყოფილებელი – შემოსავალი ძირითადად კვებისთვის ყოფნის; 20,2% - ცუდი – შემოსავალი კვებისთვისაც არ ყოფნის. გამოკითხულთა 58,3%-ს აზრით ქვეყნის და მისი ოჯახის სიღარიბის მიზეზია კორუფცია, უმუშევრობა, დაბალი ხელფასი, ეკონომიკური რეფორმების დაბალი ეფექტურობა და სხვ. 0,7% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სრულად ან საკმარისად, ხოლო 16,3% ნაწილობრივ ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხოლო 75,9%-ს ამ საკითხზე საპირისპირო აზრი აქვს. მხოლოდ 2,5% ვარაუდობს, რომ შესამჩნევად, 15,3% კი უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა. 28,5% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, 17,9% კი – შესამჩნევად გაუარესდება. 36,2%-ს აზრით ასეთი პესიმიზმის მიზეზია ეროვნული სიმდიდრის უსამართლო განაწილება, 36,0%-ს აზრით – ხელისუფლების პოლიტიკური ნების უქონლობა, 25,2%-ს აზრით - სამამულო წარმოების დაჩქარებული განვითარებისადმი უყურადღებობა, ხოლო 25,5%-ს აზრით ეკონომიკური და სოციალური განვითარების მკაფიო სახელმწიფო პროგრამების უქონლობა.
ავტ.
უაკ 368
ა3.1. ანაბრების დაზღვევის სისტემა: არსი, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები. /გ. კონტრიძე/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 132-145. _ ქართ.; რეზ. რუს.
ანაბრების დაცვის სისტემების შექმნა არის მეანაბრეთა ინტერესების დაცვის და საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი პირობა. მოცემულია საქართველოში არსებული ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ანაბრების დაზღვევის სისტემის შექმნის შესაძლებლობას; განხილულია საკითხები, რომელთა გადაწყვეტა საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად, კერძოდ, ანაბრებზე მიღებული შემოსავლის დაბეგვრის გაუქმება, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დონის შემცირება და სხვ. აღწერილია საქართველოში ანაბრების დაზღვევის სავარაუდო მოდელი, მისი საკვანძო ელემენტები და მექანიზმები, აგრეთვე ხაზგასმულია ის შედეგები, რომელსაც სახელმწიფო, ბანკები და მეანაბრეები მიიღებენ ამ სისტემის დანერგვით.
ავტ.
უაკ 368
ა3.2. საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ტენდენციები და მიმართულებები. /ლ. პიტიურიშვილი/. სოციალური ეკონომიკა. – 2006. _ #5. – გვ. 53-60. _ ქართ.; რეზ. რუს.
საქართველოს სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე სადაზღვევო მომსახურების ასორტიმენტი ძალიან მცირე იყო. 1998 წლიდან დაიწყო სადაზღვევო ბაზრის ზრდა და კომპანიების გამსხვილების პროცესი. დღეისათვის მოქმედებს 14 სადაზღვევო კომპანია. მოცემულია საქართველოს სადაზღვევო ბიზნესის მდგომარეობა და მისი განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებები.
ავტ.
უაკ 681.3.06
ა4.1. ტესტურ დავალებათა ბაზით შესასწავლი თემების დაფარვის ამოცანა. /ზ. ბოსიკაშვილი, დ. კაპანაძე, მ. კიკნაძე, ნ. თოფურია/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 48-50. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ცოდნის დონის შესაფასებელი დავალებების ბაზა თუ რამდენად კორექტულად ფარავს შესასწავლ დისციპლინაში არსებულ თემებს. ამ ამოცანის გადასაწყვეტად შემოღებულია შეფასებათა ფუნქცია, რომლის მიხედვით გამოითვლება დავალებების მიერ თემების მიმდინარე სასურველი დაფარვის ხარისხის მნიშვნელობები და მათ შორის განსხვავების შეფასების კრიტერიუმი. ლიტ. დას. 3.
ავტ.
უაკ 681. 322(62-8)
ა4.2. მექანიკური ამძრავების სასწავლო დაპროექტების კომპიუტერიზაციის შესახებ.
/ნ. ბარძიმაშვილი, კ. უთურგაიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 54-56. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განზოგადებულია სასწავლო დაპროექტების პროცესის კომპიუტერიზაციის გამოცდილება. აღნიშნულია კომპიუტერიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. განხილულია ოპტიმიზაციის კრიტერიუმის არჩევის საკითხები და სასწავლო დაპროექტებისას კომპიუტერული მეთოდების გამოყენების შესაძლო პერსპექტივები. ილ. 1, ლიტ. დას. 6.
ავტ.
უაკ 681.3.06
ა5.1. გამოსახულებათა წარმოდგენა და ამოცნობა ათვლის ათობით სისტემაში. /მ. ჩხაიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 25-27. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ქართულ ნაბეჭდ სიმბოლოთა ამოცნობის მეთოდი, სადაც სასწავლო ნაკრების რეალიზაციები წარმოდგენილია ათვლის ათობით სისტემაში. რაც შეეხება ეტალონური აღწერების აგებას, გამოიყენება ლიტერატურაში ცნობილი სტატისტიკური ეტალონების მეთოდი, ანუ სიმკვრივეთა განაწილების ნორმალური კანონი. უცნობი რეალიზაციისა და ეტალონების შედარების მსგავსების ზომად გამოიყენება ჰემინგის მეტრიკა. კვლევისას დადასტურდა, რომ აღწერილი მეთოდი საკმაოდ საიმედოდ ამოიცნობს ქართულ ნაბეჭდ სიმბოლოებს, თუმცა მასში არ დევს საეჭვო რეალიზაციებისათვის გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის ალგორითმი, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქართული ნაბეჭდი სიმბოლოების ამომცნობ სისტემაში აღნიშნული მეთოდი სრულდება ამოცნობის ბოლო საფეხურზე. აღწერილი ალგორითმის შესაბამისი პროგრამული მოდული შესრულებულია დაპროგრამების გარემო C++Builder -ში.
უაკ 008
ა5.2. ქალაქის ინფორმატიზაციის კონცეფცია. /მ. ხართიშვილი, ზ. გასიტაშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 58-62. – ქართ.
შემოთავაზებულია ქალაქის ინფორმატიზაციის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ინფორმაციის ანალიზის სისტემის დამუშავებას. ქალაქის ეფექტური მართვისათვის საჭიროა დამუშავდეს შემოთავაზებული მიდგომის, როგორც ცალკეული ელემენტების, ასევე კომპლექსური სისტემა. აღნიშნული ნაშრომი წარმოადეგენს კომპლექსურ სამოქმედო პროგრამას ქალაქის მართვის პრობლემების გადასაწყვეტად.
ავტ.
უაკ 519.7
ბ1.1. ხელოვნური ნეირონული ქსელების სწავლების ერთი მეთოდის შესახებ. /რ. ჩოგოვაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 54-58. – ქართ.
შემოთავაზებულია ფორმალური ნეირონების სწავლების ავტონომიური მეთოდი. თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევებით მიღებული შედეგები შესაძლებლობას იძლევა სინთეზირებულ იქნეს გადასაწყვეტი ამოცანის ადეკვატური ხელოვნური ნეირონული ქსელი და განხორციელდეს მისი ეფექტური სწავლება როგორც საიმედოობის, ასევე ოპერატიულობის თვალსაზრისით. ილ. 1, ლიტ. დას. 4.
ავტ.
უაკ 519.245
ბ1.2. შენაცვლების პრიორიტეტული მომსახურება ტექნიკურ სისტემებში.
/დ. გულუა, ზ. ბაიაშვილი, ს. მანია/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 65-69. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ბოლო დრომდე არ შექმნილა აღდგენადი ელემენტების მქონე მრავალკომპონენტებიანი რეზერვირებადი სისტემების მოდელი მწყობრიდან გამოსული ელემენტის შეცვლის დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. განხილულია რეზერვირებადი ტექნიკური სისტემა შენაცვლების პრიორიტეტებით. აგებულია სისტემის სტოქასტიკური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სისტემაში მწყობრიდან გამოსული ელემენტის შეცვლის დროის ხანგრძლივობას. სისტემის მდგომარეობის ფინალური ალბათობებისათვის მიღებულია წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემა. ლიტ. დას. 5.
ავტ.
უაკ 519.712
ბ1.3. ავტომობილების გასწრების პროცესის მათემატიკური მოდელი. /რ. ცხვარაძე, ზ. ბოგველიშვილი, რ. ველიჯანაშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 76-80. – ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ავტომობილების ერთეულადი გასწრების პროცესის ანალიზი სატრანსპორტო ნაკადში. შემოთავაზებული მათემატიკური მოდელი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ალგორითმი ავტომატური მოწყობილობისათვის, რომელიც მძღოლს მიაწოდებს ინფორმაციას გასწრების მანევრის დასაწყისში შუქური ან ხმოვანი სიგნალის სახით გასწრების პროცესის უსაფრთხოდ განსახორციელებლად. ილ. 3, ლიტ. დას. 4.
ავტ.
უაკ 517.51
ბ1.4. ა. ვაინშტაინის მრუდწირული და ბრტყელი სინგულარული ინტეგრალების სასაზღვრო თვისებები. /ზ. ნაცვლიშვილი/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2006. _ #1. _ გვ. 39-52. – რუს.; რეზ. ინგლ.
დადგენილია იმ ფუნქციათა სასაზღვრო თვისებები, რომლებიც განსაზღვრულია მრუდწირული და ბრტყელი არეების სხვადასხვა კლასებში. შესწავლილია სინგულარული ინტეგრალები საზღვრის წერტილების მახლობლობაში. ამასთან ერთად შესწავლილია აღნიშნული ინტეგრალების არსებობის საკითხი კონკრეტულ სიმრავლეებზე. სამუშაო იწვევს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ინტერესს.
ავტ.
უაკ 514.18
ბ1.5. ჰომოლოგია და მისი გამოყენება მხაზველობითი გეომეტრიის ამოცანებში. /ზ. კვინიკაძე, მ. ძიძიგური/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 124-128. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია სივრცის ჰომოლოგიის თეორიული ასპექტები და მისი გამოყენება მხაზველობითი გეომეტრიის კონკრეტული ამოცანების ამოხსნის დროს. კერძოდ, პირველ ორ მაგალითში ნაჩვენებია მოცემული ზედაპირის ჰომოლოგიური ზედაპირის აგება, ხოლო მესამეში განსაზღვრულია ზედაპირისა და სიბრტყის თანაკვეთის წირი. ილ. 5, ლიტ. დას. 3.
ავტ.
უაკ 514.18
ბ1.6. მონათესავე ფიგურების ფართობების პროპორციულობა. /ზ. კვინიკაძე, გ. შენგელია/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 132-134. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
აფინურ გეომეტრიაში ცნობილია, რომ მონათესავე ფიგურების ფართობები პროპორციულია. ნაჩვენებია ამ დებულების პრაქტიკული რეალიზაციის ასპექტები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მანქანათმშენებლობის ობიექტების დაგეგმარების დროს. განხილულია კონკრეტული მაგალითები. ილ. 3, ლიტ. დას. 2.
ავტ.
უაკ 515-1
ბ1.7. ანარეკლები. /კ. სურმავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 135-138. _ რუს.; რეზ. ინგლ.
განხილულია სივრცითი ფიგურების ცილინდრულ და სფერულ სარკეებზე ანარეკლების აგება.
გამოსახულებები მიიღება დამახინჯებული ფორმის, რადგან სწორი ხაზები ღებულობენ წრის ფორმას, სხვა მრუდები კი – უფრო მაღალი ხარისხის სიმრუდეს. მრუდ სარკეებში ანარეკლის მისაღებად გამოყენებულია სივრცის სფერული გარდაქმნის მეთოდი. ილ. 4, ლიტ. დას. 3.
ავტ.
უაკ 515.592.6
ბ1.8. ანარეკლების აგება პერსპექტივაში. /კ. სურმავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 141-147. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია გეომეტრიული ფიგურების სარკისებრი ანარეკლების პერსპექტივაში აგების ახალი მეთოდი, რაც წარმოადგენს არქიტექტურული გამომსახველობის თანამედროვე საშუალებას. ილ. 6, ლიტ. 3.
უაკ 05.13.16
ბ1.9. მაღლივნიშნულებიანი გეგმილების მეთოდის განვრცობა R4 სივრცისთვის (მეორე ვარიანტი). /ნ. ნოზაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 148-152. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
სამუშაოს რიცხვითნიშნულებიანი გეგმილების კლასიკური მეთოდისა და მაღლივნიშნულებიანი გეგმილების ერთობლივი გამოყენებით ევკლიდეს R4 სივრცის სიბრტყეზე ასახვის ახალი მოდელის აგება. ნაჩვენებია ამ მოდელის აგების შესაძლებლობა და განხილულია ძირითადი პოზიციური ამოცანები R4 სივრცისათვის. ეს მეთოდი ძალზე მოსახერხებელია სამთოგეომეტრიისა და სამარკშრაიდერო საქმის ამოცანების ამოხსნის დროს.
უაკ 515.3; 514.142
ბ1.10. აფინური გარდაქმნები და მათი გამოყენება აქსონომეტრიაში. /გ. ჩიტაიშვილი, ზ. კვინიკაძე, ნ. ნოზაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 155-159. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია პერსპექტიულ-აფინური (ნათესაური) შესაბამისობა და მათი გამოყენება აქსონომეტრიის კონკრეტულ ამოცანებში. ეს შესაბამისობა ინარუნებს პერსპექტიული კოლინეაციის ყველა თვისებას და, გარდა ამისა, საკუთარი ნიშანდობლივობითაც ხასიათდება. ნათესაური შესაბამისობის გამოყენებით შეიძლება ამოიხსნას როგორც პოზიციური, ასევე მეტრული ამოცანები. განხილულია ორი პოზიციური ამოცანის ამოხსნა პერსპექტიულ-აფინური (ნათესაური) შესაბამისობის გამოყენებით. ილ. 4, ლიტ. დას. 7
ავტ.
უაკ 674.8
ბ1.11. ფიზიკური მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვს ვაზის ლერწის შენახვის დროს. /ბ. ბოქოლიშვილი, ქ. ჭკუასელი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 153-154. - რუს.; რეზ. ინგლ.
განხილულია მერქნის ბურბუშელისა და მერქნის ბოჭკოს ფილების საწარმოს ნედლეულის საწყობში ვაზის ლერწის შენახვის რამდენიმე რეკომენდაცია. მოცემულია ვაზის ლერწის განმასხვავებელი ნიშნები არასამასალე მერქნისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის ნარჩენებთან შედარებით. ლიტ. დას. 4.
ავტ.
უაკ 551.49:556.32
ბ1.12. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს კონცეპტუალური მოდელის შედგენა ოპტიმალური საექსპლუატაციო რეჟიმის შერჩევის მიზნით. /ი. ლომინაძე, ჯ. გაბეჩავა, ვ. გვახარია, დ. გირგვლიანი, გ. ღამბაშიძე, ნ. ცირღილაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 63-67. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
აღწერილია ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს საექსპლუატაციო მარაგების შეფასება ჰიდრავლიკური მეთოდით. გამოთვლაში გამოყენებულია უმცირეს კვადრატთა მეთოდი და საშუალო შეწონილ სიდიდეთა პრინციპი. გათვალისწინებულია მათემატიკური მეთოდის აღწერის დასაშვები ცდომილება. შეფასებულია თითოეული უბნის საექსპლუატაციო მარაგები და მოცემულია ექსპლუატაციის ოპტიმალური რეჟიმის დებიტები ცალკეული ჭაბურღილებისათვის. ილ. 2, ცხრ. 2, ლიტ. დას. 15.
ავტ.
უაკ 513.75
ბ1.13. პირველი კლასის შემხები გარდაქმნის კონსტრუირება სიბრტყის აფინური გარდაქმნის გამოყენებით. /მ. ჭელიძე, ს. შონია/. ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა _ 2006. _ #1. _ გვ. 15-23. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
პირველი კლასის შემხები გარდაქმნების კერძო შემთხვევები კონსტრუირებულია სიბრტყის აფინური გარდაქმნის საფუძველზე. მიმმართველი განტოლებები მიღებულია ვექტორული სახით, რისთვისაც გამოყენებულია კოორდინატების გარდაქმნისა და მომვლების მოძებნის კომბინირებული მეთოდი. ბრტყელი წირები კონსტრუირებულია წინასწარ მოცემული პოზიციური და დიფერენციალურ-გეომეტრიული ხასიათის პირობების გათვალისწინებით.
ავტ.
უაკ 539.371
ბ1.14. რგოლური სექტორის ფორმის მქონე მრუდწირული მოხაზულობის სწორკუთხა ფილის დრეკად-პლასტიკური ღუნვის შესახებ. /თ. შუკაკიძე/. ტრანსპორტი და მანქამათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 53-60. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
რგოლური სექტორიალური ფილის დრეკად-პლასტიკური ღუნვის კვლევისათვის გამოყენებულია ა.ა. ილიუშინის ვარიაციული განტოლება. დრეკადი ამოცანის ამოხსნისათვის გამოყენებულია კოლოკაციის მეთოდი. დაწვრილებით განხილულია წრფივი კიდეებით სახსრულად დაყრდნობილი ფილები: ა) ხისტად ჩამაგრებული და ბ) სახსრულად დაყრდნობილი მრუდწირული კიდეებით. მიღებული შედეგების საფუძველზე აგებულია ნახაზები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დატვირთვის ზრდასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ პლასტიკური ზონების გავრცელების თანამიმდევრობაზე.
ავტ.
უაკ 621.01
ბ1.15. მოძრავი სისტემების ბრტყელი მოდელირება მათი კინემატიკური ანალიზისა და სინთეზისათვის. /ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე/. - ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 81-86. _ რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ხუთრგოლა სახსრული სფერული მექანიზმები ორი თავისუფლების ხარისხით, შემუშავებული და განხილულია მათი სქემები. შემავალი რგოლების მოცემული მდებარეობისათვის მექანიზმის მოსაზღვრე რგოლებს შორის კუთხეების სიმაღლის განსაზღვრისათვის, ვაგებთ დიდი წრეების ინვერსიებს, რომლებიც გადიან კინემატიკური წყვილების ცენტრებზე. ისინი აგრეთვე იქნებიან შემოსაზღვრულები. წრეწირთა შემხები შემოსაზღვრული კუთხე იდენტური იქნება მოსაზღვრე რგოლების შესაბამისი კუთხის. მოცემულია ბრტყელი მოდელების სქემათა აგების მიმდინარეობა.
ავტ.
უაკ 541.1
ბ1.16. ბრტყელი ტალღის გავლა პერიოდული მესრის მქონე სამფენოვან დიელექტრიკში. /შ. დეკანოსიძე, გ. კეკელია, ი. ქევანიშვილი, ა. რობიტაშვილი, გ. ჩიხლაძე/. სტუ-ს შრომები. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 97-100. _ რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
გამოკვლეულია ბრტყელი ელექტრომაგნიტური ტალღის გავლა პერიოდული მესრის მქონე სამფენოვან დიელექტრიკში. თავისუფალი სივრციდან დაცემული ეს ტალთა ნაწილობრივ ირეკლება კონსტრუქციისგან, ნაწილობრივ კი ყველა დიელქტრიკულ ფენას გადის, წარმოქმნის რა გავლილ ტალღას. კვლევის მიზანია გავლილი ტალღის სიდიდის და მისი გავლის კოეფიციენტის განსაზღვრა და იმ პირობების დადგენა, როდესაც ტალღის ამპლიტუდა მაქსიმალური იქნება. ჩაწერილია ველის გამოსახულებები სტრუქტურის ყველა არეში, კერძოდ, ცალკეულ დიელექტრიკულ ფენებში ველი გამოისახება მდგარი, ბრტყელი ტალღების სახით, ხოლო გავლილი ტალღა აღიწერება ჰანკელის მეორე რიგის ფუნქციით. სასაზღვრო პირობების დაცვის შემდეგ მიიღება წრფივ განტოლებათა სისტემა ველის კოეფიციენტებისთვის, რის შედეგად განისაზღვრება გავლის კოეფიციენტის გამოსახულება და პირობები, როდესაც იგი უტოლდება ერთს. დადგენილია გავლის კოეფიციენტის რთული დამოკიდებულება კონსტრუქციის პარამეტრებზე და გარსაცმის ფუნქციონირების ოპტიმალური რეჟიმი, გამომდინარე დაცემული ტალღის სიგრძის, ფენების დიელექტრიკული შეღწევადობებისა და კონსტრუქციის პარამეტრების ურთიერთ დამოკიდებულებიდან.
ავტ.
უაკ 531.8
ბ1.17. ოთხრგოლა ბერკეტული მექანიზმების ოპტიმალური სინთეზი მინიმალური წონის მიხედვით. /თ. კახეთელიძე/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 70-75. რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
განხილულია მრუდმხარა ცოცია და მრუდმხარა მხრეულიანი მექანიზმების სინთეზის საკითხები რგოლების მინიმალური ჯამური წონის მიხედვით. მეთოდი დაფუძნებულია ეგმ-ის გამოყენებით გამიზნული ძიების პრინციპზე. მექანიზმის რგოლების წონები გამოითვლება სიმტკიცეზე ანგარიშის შედეგად და ხდება მათი თანდათანობითი დაზუსტება.
ავტ.
უაკ 621.01
ბ1.18. სივრცითი (სფერული) მექანიზმების კვლევა მონოგეგმილების გამოყენებით. /ჯ. უფლისაშვილი, ზ. ნაცვლიშვილი, გ. ნამგალაძე, გ. ცერცვაძე./. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. – 2006. _ #1. _ გვ. 10-14. _ ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.
სრულიად ახლებურადაა განხილული მექანიზმების ანალიზისა და კვლევისადმი მიძღვნილი ვიზუალური თუ ანალიზური აპარატი. ეს მოდელი საშუალებას იძლევა მარტივად გადავწყვიტოთ მექანიზმების კონსტრუირების საკითხები, დროულად გავთვალოთ კინემატიკური პარამეტრები და შევქმნათ თანამედროვე, ზუსტი, მდგრადი, მაღალმწარმოებლური ხელსაწყოები და აპარატები.
ავტ.
უაკ 621. 92
ბ1.19. თერმული ძაბვების გაანგარიშება ხეხვისას. /მ. თალაკვაძე/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა. _ 2006. _ #1. _ გვ. 24_32. _ ქართ.; რეზ.: რუს., ინგლ.
დროებითი და ნარჩენი ძაბვების საანგარიშოდ გამოყენებულია სხეულის დანაწილების მეთოდი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასამუშავებელი დეტალი წარმოიდგინება როგორც ღეროების სისტემა, რომლებიც დამუშავების პროცესში ხურდებიან სხვადასხვა ტემპერატურამდე. მასალათა გამძლეობის მეთოდების გამოყენებით განისაზღვრება ძაბვების სიდიდე და აგრეთვე თითოეულ ღეროში გაფართოებისაგან გამოწვეული დეფორმაციები. მოცემულია თერმული ძაბვების გაანგარიშების მეთოდიკა ხეხვისას. ანგარიშისას მხედველობაშია მიღებული დასამუშავებელი მასალის ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების დამოკიდებულება ტემპერატურისაგან.
ავტ.
უაკ 519.7
ბ1.20. ორცვლადიანი ფუნქციის კომბინირებული მათემატიკური მოდელები. /ი. გორჯოლაძე, ნ. გორჯოლაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 137-141. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
გამოვლენილია ცხრილით მოცემული ორცვლადიანი ფუნქციის ზოგიერთი კომბინირებული მათემატიკური მოდელის შემამოწმებელი კრიტერიუმები და მიღებულია მათი შესაბამისი ფუნქციის ანალიზური სახის დამდგენი ფორმულები. ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.
უაკ 519.7
ბ1.21. სინგულარულად შეშფოთებული ავტონომიური სისტემის პერიოდული ამონახსნის არსებობის შესახებ. /გ. ქავთარაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #2 (460). _ გვ. 111-113. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია სინგულარულად შეშფოთებული ავტონომიური განტოლებათა სისტემა εx=F(x,y), ý = f(x,y), (ε→0+). არაკრიტიკულ შემთხვევაში (ზოგადი არაწრფივი შემთხვევა) დამხმარე სისტემების მეთოდით დადგენილია სისტემის პერიოდული ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის კრიტერიუმი. ლიტ. 3.
ავტ.
უაკ 515.17
ბ1.22. პუასონისა და პუასონი-სტილტიესის გაწარმოებული ინტეგრალების სასაზღვრო თვისებები. /ს. თოფურია /. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #2 (460). _ გვ. 92-95. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შესწავლილია სასაზღვრო თვისებები ჰარმონიული ფუნქციებისა, რომლებიც წარმოიდგინება პუასონისა და პუასონი-სტილტიესის გაწარმოებული შეუღლებული ინტეგრალებით. ლიტ. 1.
ავტ.
უაკ 515
ბ1.23. ტორისა და სფეროს თანაკვეთის წირის აგება კვადრატული გარდაქმნის გამოყენებით. /მ. დემეტრაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 126-130. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია საერთო სიმეტრიის მქონე ტორის და სფეროს თანაკვეთის სამი შემთხვევა. კვადრატული გარდაქმნის მეთოდის გამოყენებით გამარტივებულია თანაკვეთის მრუდის აგების პროცესი. კვეთის მრუდის ორი ზღვრული წერტილის კვადრატული გარდაქმნით განსაზრვრულია წრფის მონაკვეთი, ამ მონაკვეთის კუთვნილი წერტილების უკუგარდაქმნით კი მიღებულია საძიებელი მრუდი – ტორისა და სფეროს თანაკვეთის წირის ორთოგონალური გეგმილი. განსაზღვრულია მრუდის სახეობები. ილ. 5, ლიტ. დას. 2.
ავტ.
უაკ 513
ბ1.24. სიბრტყის ორთოგონალურ-ინვოლუციური კვადრატული ჰომოლოგია. /მ. ჭელიძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 130-136. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ჩატარებულია სიბრტყის ორთოგონალურ-ინვოლუციური კვადრატული ჰომოლოგიის კერძო შემთხვევის სინთეზური კვლევა. კერძო შემთხვევა განსაზღვრულია ორთოგონალურ-ინვოლუციურ წრფეთა კონის, არასაკუთრივი ცენტრის მქონე იგივურ წრფეთა კონისა და შესაბამის წერტილთა წყვილით. შესწავლილია შემოთავაზებული კონსტრუქციის ფუნდამენტური სისტემა, მიღებული სახეების თვისებები და სახეობები მათი წინასახისა და გარდაქმნის აპარატის მიმართ განლაგების შესაბამისად. გარდაქმნის შერჩეული გეომეტრიული აპარატი გრაფიკული ალგორითმის ლაკონურობით და კონსტრუქციის სიმარტივით აადვილებს მაღალი რიგის ალგებრული მრუდების მოდელირებას. ილ. 7, ლიტ. 8.
ავტ.
უაკ 681. 322.
ბ1.25. ორი ტიპის ოპერაციის პრიორიტეტული მომსახურების სისტემის მათემატიკური მოდელი. /დ. გულუა, ზ. ბაიაშვილი, ს. მანია, მ. ქიმოსტელი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 43-47. _ რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ტექნიკური სისტემა ჩანაცვლების პრიორიტეტით. აგებულია სისტემის მათემატიკური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სისტემაში მწყობრიდან გამოსული ელემენტის ჩანაცვლების დროის ხანგრძლივობას. შესწავლილია შემთხვევა, როდესაც ჩანაცვლებისა და აღმდგენი ორგანოების რაოდენობა აღემატება ერთს. სისტემის მდგომარეობის ფინალური ალბათობებისათვის მიღებულია წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემა. ლიტ. 7.
ავტ.
უაკ 519.624
ბ1.26. მეორე რიგის ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემებისათვის ორწერტილოვანი სინგულარული სასაზღვრო ამოცანის ამოხსნა სასრულ სხვაობათა მეთოდით. /გ. ტაბიძე/. - სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 100-106. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
დადგენილია (1) (2) სინგულარული ამოცანების ამოხსნადობის და ცალსახად ამოხსნადობის საკმარისი პირობები, სადაც f:]0,1[xR2m →R m ( m≥2, mєN) უწყვეტი ფუნქციაა, ამასთან, პირველი არგუმენტის მიმართ აქვს არაინტეგრირებადი სინგულარობები 0 და 1 წერტილებში. გამორკვეულია აგრეთვე მიმდევრობითი მიახლოებითი ამოხსნების შესახებ. ლიტ. დას. 5.
ავტ.
უაკ 51.517
ბ1.27. სფეროზე ფურიე-ლაპლასის გადიფერენციალებული მწკრივის ჩეზაროს მეთოდით შეჯამებადობის შესახებ. /ნ. მაჭარაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 106-110. _ რუს., რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემოტანილია სფეროზე ლაპლასის განზოგადებული ოპერატორების ცნება და დამტკიცებულია დიფერენცირებული ფურიე-ლაპლასის მწკრივის შეჯამებადობის საკმარისობის პირობა (ც, α ). ლიტ. 4.
ავტ.
უაკ 669
ბ1.28 პლასტიკურობის მაჩვენებლების შემდგენების განსაზღვრა ცილინდრული ნიმუშის გაჭიმვაზე გამოცდისას. /ვ. კოპალეიშვილი, ი. ქაშაკაშვილი, ლ. კოტიაშვილი, თ. ლოლაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 84-88. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
შემუშავებული და ექსპერიმენტულად შემოწმებულია ცილინდრული ნიმუშების გაჭიმვაზე გამოცდისას პლასტიკურობის მაჩვენებლებისა და მათი შემდგენების (მათ შორის, თანაბარი ფარდობითი შევიწროების) განსაზღვრის გაიოლებული მეთოდიკა. БРАЖ 9-4 ტიპის ალუმინიანი ბრინჯაოსათვის ექსპერიმენტულად არის განსაზღვრული თანაბარი ფარდობითი შევიწროებები როგორც გაწყვეტილი ნიმუშის დიამეტრების, ისე გაჭიმვის მრუდებზე სათანადო მონაკვეთების გაზომვით და Mიკროსოფტ Eხცელ კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით აგებულია მიღებული მონაცემების ურთიერთდამოკიდებულების გრაფიკი. ილ. 3. ლიტ. დას. 5.
ავტ.
უაკ 539.378.6
ბ1.29. დაქუცმაცების თეორია. /რ. ჯაფარიძე/. სმმეი-ს სამეცნიერო შრომათა კრებული. _ 2007. _ ტ. 49. _ გვ. 43-45. – ინგლ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განიხილება ფხვიერი მასალის ფრაქციული ზომის ცვლილების ენერგეტიკული ასპექტები, კერძოდ, როგორ იცვლება ერთეული მასის ფხვიერი მასალის ზომური მახასიათებელი დახარჯული მუშაობის მიხედვით - , ან ზღვარში - . მიდგომა შესაძლებელს ხდის შემოვიღოთ დამაქუცმაცებელი აგრეგატების ენერგო-კრიტერიალური შეფასებები.
ავტ.
უაკ 631.171
ბ1.30. დარტყმის თეორიისა და რეოლოგიის მეთოდები მიწათმოქმედების მექანიკაში. /რ. მახარობლიძე/. _ 2006. _ 314 გვ. – რუს.
მოცემულია აბსოლუტურად მყარი ტანის დრეკად-ბლანტ მცენარეულ მასალასთან დარტყმითი ურთიერთქმედების თეორია დარტყმის კლასიკური თეორიის, მსგავსების, განზომილებების და რეოლოგიის თეორიების გამოყენებით. ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო მასალებისათვის დეფორმაციის კანონები და რეოლოგიური მუდმივები დადგენილია ექსპერიმენტებით სპეციალურად დამზადებულ დანადგარზე. განხილულია დარტყმის დროს ურთიერთშემხები ზედაპირების ფორმების გავლენა დრეკად-ბლანტი მცენარეული მასალის დეფორმაციაზე კონტაქტის ზონაში. მეცნიერული დამუშავების საბოლოო შედეგების საფუძველზე მოყვანილია შესაბამისი მუშა ორგანოების პრაქტიკული გაანგარიშების მაგალითები.
ავტ.
უაკ 621.387.233
ბ1.31. პოლარული ტრიპლეტური ექსიპლექსების წარმოქმნის კინეტიკა და თერმოდინამიკა. /თ. ქოქრაშვილი, ლ. ჭაბუკიანი, გ. ქოქრაშვილი/. GEN. _ 2006. _ #4. _ გვ. 29-31. _ რუს., რეზ. ინგლ.
მიღებულია პარალელური ტრიპლეტური ექსიპლექსების (ტე) წარმოქმნის კინეტიკური და თერმოდინამიკური პარამეტრები. შესწავლილი ტე-ის უმრავლესობა წარმოიქმნება შეუქცევადი პროცესი მსვლელობისას, რომელიც მიმდინარეობს ხსნარში ტრიპლეტის ელექტრონის დონორის მოლეკულასთან ყოველი შეხვედრისას. ცხ. 1, ლიტ. დას. 4.
ავტ.
უაკ 661.642
ბ2.1. დარიშხანმჟავის მიღების ხერხი კალის წარმოების ნარჩენის ბაზაზე. /მ. ინჯია, ნ. ჩოჩია, ი. გიუაშვილი, მ. გურგენიძე, შ. ბოჭორიშვილი, რ. გიგაური/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. - #2. _ გვ. 123-127. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
დამუშავებულია კალის წარმოების ნარჩენის ბაზაზე დარიშხანმჟავის მიღების ხერხი. ნაჩვენებია, რომ აღნიშნული კუდიდან დარიშხანი თითქმის რაოდენობრივად გამოიწვლილება ამილის სპირტებით (R = C5H11 ან იზო-C5H11), თუ გამოსავალ მასალას წინასწარ შეამჟავებენ კონცენტრირებული გოგირდმჟავით, ვიდრე სუსპენზიის (ნარჩენი + წყალი) PH < 3, ხოლო შემდეგ დაამუშავებენ სპირტებით აზეოტროპული შრობის მეთოდით წყლის გამოყოფის სრულ შეწყვეტამდე. მიღებული სპირტული ექსტრაქტების დაჟანგვის პროდუქტს განზავებული წყალბადის პეროქსიდით წარმოადგენს მაღალი სისუფთავის დარიშხანმჟავა. ამ დროს რაოდენობრივად რეგენერირდება შესაბამისი სპირტებიც: C5H11 ან იზო-C5H11.
ავტ.
უაკ 661.833:661.886
ბ2.2. ნატრიუმის პეროქსიდის ურთიერთქმედების პროდუქტები სურმის (IV) ოქსიდთან და ოქსოქლორიდთან. /რ. გიგაური, მ. კოპალეიშვილი, მ. რუსია, ხ. კასრაძე, ე. ვაჩნაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 128-130. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია ნატრიუმის პეროქსიდის (Nა2O2) ჰიდროქიმიური ურთიერთქმედება სურმის (IV) ოქსიდთან (Sb2O4) და ოქსოქლორიდთან (SBOC1). ნაჩვენებია, რომ პირველ შემთხვევაში რეაქციის პროდუქტს ნატრიუმის მეტაანთიმონატი (V) წარმოადგენს (NaSb03.Zn2O), ხოლო მეორე შემთხვევაში ამ უკანასკნელთან ერთად სუფრის მარილიც წარმოიქმნება. რეაქციის პროდუქტების გამოსავლიანობა თითქმის რაოდენობრივია.
ავტ.
უაკ 549.312:661.833
ბ2.3. ლუხუნის საბადოს (საქართველო) რეალგარის დაჟანგვა ნატრიუმის პეროქსიდით. /მ. ინჯია, ნ. პარუნაშვილი, ბ. ჯიოშვილი, ო. სეინიშვილი, რ. გიგაური/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 131-134. – რუს.; რეზ.; ქართ., ინგლ.
გამოკვლეულია ნატრიუმის პეროქსიდით რეალგარის დაჟანგვის შესაძლებლობა. ნაჩვენებია, რომ დასახელებული ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია მიმდინარეობს მორეაგირე ნივთიერებათა მოლური თანაფარდობით As2S2:Na202 = 1:3. შედეგად მიიღება ნატრიუმის მონოთიოარსენატი დოდეკაჰიდრატი, თითქმის რაოდენობრივი გამოსავლით. ახსნილია მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ავტ.
უაკ 661.888.1
ბ2.4. მდინარის წყლებში ვანადიუმის განსაზღვრისათვის. /ნ. ლორია, ნ. ლაბარტყავა, ნ. გოლიაძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 135-136. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
მდინარის წყლებში ვანადიუმის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა ფოსფორ-ვოლფრამული მეთოდი. მოწოდებულია ვანადიუმის წინასწარი კონცენტრირების მეთოდი იონიტების გამოყენებით. შემუშავებულია მცირე რაოდენობის ვანადიუმის სორბციის და ელუირების პირობები უნივერსალურ კათიონიტზე - КУ-2. დადგენილია, რომ ვანადიუმის სორბცია КУ-2-ზე ხდება 0,1N H2SO4 და HNO3 ხსნარებიდან, ელუირება კი - 2N H2SO4 და 1N Hჩლ ხსნარებიდან. თი დასაცილებლად მოწოდებულია ელუირებისათვის 1N HCl გამოყენება, რომელსაც დამატებული აქვს 3-5 მლ H2O2. ამ პირობებში ტიტანი H2O2-თან წარმოქმნის დადებით კომპლექსს [TiO(H2O2)]2+ და კათიონიტიდან არ გამოირეცხება.
ავტ.
უაკ 66.048.2
ბ2.5. დიჰიდროქსიდიორგანოსილოქსანების კონდენსაციის რეაქციები ეპიქლორჰიდრინთან. /მ. ისკაკოვა, ე. მარქარაშვილი, გ. მინდიაშვილი, ო. მუკბანიანი/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 137-140. – რუს.; რეზ.; ქართ., ინგლ.
a,w-დიჰიდროქსიდიორგანოსილოქსანების ეპიქლორჰიდრინთან კონდენსაციით ნატრიუმის ტუტის 25% ხსნარის თანაობისას სხვადასხვა ტემტერატურაზე მიღებულია დიგლიციდოქსიდიორგანოსილოქსანური ოლიგომერები. დადგენილია კონდენსაციის რეაქციის ოპტიმალური პირობები. სინთეზირებული დიგლიციდოქსიდიორგანოსილოქსანების, ეპოქსიდური ფისის ედ-22-ის და ამინური ტიპის გამყარებელის საფუძველზე მიღებულია ახალი კომპოზიციური მასალები.
ავტ.
უაკ 547.361.2
ბ2.6. ფეროცენის რიგის მონო- და ბისვინილაცეტილენური სპირტები – სპეციალური დანიშნულების ახალი ეფექტური კატალიზატორები. შეტყობინება IV. /ე. გიგინეიშვილი, ლ. ასათიანი, ა. ფანჯიკიძე/. საქართველოს ქიმიური ჟურნალი. _ 2006. – ტ. 6. _ #2. _ გვ. 141-143. – რუს.; რეზ.: ქართ., ინგლ.
შესწავლილია დიბენზოილფეროცენის ურთიერთქმედება ლითიუმის ვინილაცეტილენიდთან. სინთეზირე-ბულია ახალი ფეროცენის რიგის ბისვინილაცეტილენური სპირტი FK-2Г. შემუშავებულია აღნიშნული ტიპის სპირტების სინთეზის მოხერხებული პრეპარატული და ტექნოლოგიური მეთოდი. შესწავლილია სინთეზირებული სპირტის FK-2Г ანიონოტროპული გადაჯგუფების რეაქცია სხვადასხვა პირობებში. დადგენილია, რომ მეთანოლის არეში კატალიზატორის HგშO4 თანდასწრებით რეაქცია მიდის ანომალური მიმართულებით და გადაჯგუფების პროდუქტის ნაცვლად მიიღება ფეროცენშემცველი ბისვინილაცეტილენური სპირტის მეთილის ეთერი.
ავტ.
უაკ 665.71 (075.8)
ბ2.7. კვლევები ნავთობქიმიური სინთეზის სფეროში. /ქ. არეშიძე/. - 2006. _ 244 გვ. – რუს.
კრებულში განზოგადებულია იმ კვლევების შედეგები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტარდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ქრ. არეშიძის ხელმძღვანელობით ნავთობქიმიური სინთეზის სფეროში, კერძოდ, ოლეფინური, დიოლეფინური, ალკენილარომატული, ალკენილციკლოჰექსანური მონომერებისა და ნიტრილების მიღების საქმეში ჰეტეროგენული კატალიზატორების – ბუნებრივი ალუმოსილიკატების და სინთეზური ცეოლიტების მოდიფიცირებული ფორმების მონაწილეობითა და მათ გარეშე. მოცემულია მასალები აქტუალური ნავთობქიმიური პროცესებისა და ნავთობქიმიის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ავტ.
უაკ 628.543
ბ2.8. საწარმოთა და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გაწმენდა ბიოლოგიური მეთოდით. /მ. იაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, მ. პატარაია, ნ. მახარობლიშვილი, ი. ბაზღაძე, ქ. მუმლაძე/. _ აღმაშენებელი. – 2005. _ # 1. – გვ. 30-33. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.
ჩამდინარე წყლების გაწმენდის გამოყენებული ბიოლოგიური მეთოდი ეყრდნობა აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების გამოყენებას. დაბინძურების სხვადასხვა სახის დაშლა ხდებოდა შემვსებზე იმობილიზებული მიკროორგანიზმების მეშვეობით. ბიოლოგიური გაწმენდისათვის გამოყენებულ იქნა საქართველოში არსებული ვულკანური წარმოშობის მინერალი ზომებით 20-50 მმ. გამოყენებული მეთოდი ხასიათდება მცირე ექსპლუატაციური დანახარჯებით, მარტივი კონსტრუქციით და ადვილი მომსახურებით. გაწმენდის მაღალი საიმედობით. გასუფთავებულ წყალთან ერთად მიიღება დიდი რაოდენობის მაღალხარისხიანი, იაფი ღირებულების ცილოვანი ბიომასა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.
ავტ.
უაკ 547.466
ბ2.9. ზოგიერთი ამინომჟავების ნარევის გაყოფის შესწავლა კაპილარული ქრომატოგრაფიის მეთოდით. /ქ. ამირხანაშვილი, ნ. ნადირაძე, რ. ვარდიაშვილი, ნ. სიდამონიძე, ნ. გაგუა/. GEN. _ 2006. _ #4. _ გვ. 80-82. _ რუს.; რეზ. ინგლ.
ნაჩვენებია, რომ კაპილარული ქრომატოგრაფიის მეთოდით გაყოფის მიზნით რაცემატული ამინომჟავების მეთილის ეთერის სინთეზირების შემოთავაზებული მეთოდიკა იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგებს, ხოლო ჩO² გამოყენება აირ-მატარებელის სახით აგრეთვე აუმჯობესებს შესწავლილი ამინომჟავების ნარევის კომპონენტების ელუირებას და გაყოფას. ნახ. 2, ცხ. 3, ლიტ. 6.
ავტ.
უაკ 551.763.1:563.12(4-015)+(479.22)
ბ3.1. საქართველოს და ყირიმ-კავკასიის და ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთი რეგიონების ქვედაცარცული ნალექების შეპირისპირება პლანქტონური ფორამინიფერების მიხედვით. /ლ. ცირეკიძე./. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 20-26. _ რუს.; რეზ. ინგლ.
საქართველოს ქვედაცარცულ ნალექებში გვხვდება მდიდარი და მრავალფეროვანი სისტემატური შედგენილობის პლანქტონური ფორამინიფერების ასოციაცია. პლანქტონური ფორმების სწრაფი ევოლუცია ადრე ცარცულ პერიოდში საშუალებას იძლევა დავადგინოთ კომპლექსების მონაცვლეობა დროში და გამოვყოთ ზონები და ფაუნიანი შრეების სახეობა-ინდექსებით. დადგენილია თორმეტი სტრატონი ჰოტრიულიდან ალბის ჩათვლით, რის საფუძველზეც შედგენილია საქართველოს ქვედაცარცული ნალექების დანაწევრების პირველი ბიოსტრატიგრაფიული სქემა პლანქტონური ფორამინიფირების მიხედვით, რომელიც გამოიყენება როგორც ქანების დათარიღებისათვის, ასევე სინქრონული ნალექების კორელაციისთვის, მომიჯნავე და შორეული რეგიონებისათვის. ცხრ. 1, ლიტ. 18.
ავტ.
უაკ 321.479.22-13
ბ3.2. კავკასიის შიდა მასივის ძირულის შვერილის რკვიის გრანიტოიდული ინტრუზივის კომპლექსური იზოტოპური კვლევის შედეგები. /ა. ოქროსცვარიძე, რ. ჩაგელიშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 27-32. _ ქართ. ; რეზ. ინგლ.
შესწავლილ იქნა რკვიის გრანიტოიდული ინტრუზივის შმ-Nდ, ღბ-შრ და 40Aრ-39Aრ იზოტოპური სისტემები. SNდ და Iშრ იზოტოპური პარამეტრების მიხედვით ინტრუზივი ზედაქერქულ ანატექტურ წარმონაქმნს მიეკუთვნება. რკვიის ინტრუზივის კონტინენტურ ქერქში შეჭრის ასაკი განსაზღვრულია ღბ_შრ-ის მეთოდით და პასუხობს 352±21 მლნ. წელს, ხოლო მისი გაცივების ასაკი 300-350ºჩ ტემპერატურაზე 40Aრ-39Aრ მეთოდით შეესაბამება 302_304±2 მლნ. წელს. ილ. 3, ცხრ. 1, ლიტ. 18.
ავტ.
უაკ 551.763.333:553.411’435(479.22)
ბ3.3. ახალი მონაცემები მადნეულის სპილენძ-ოქროს საბადოს შემცველი ქანების ასაკის შესახებ. /თ. ღავთაძე, რ. მიგინეიშვილი, ს. ხუციშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 33-37. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
ნანოპლანქტონური ნაშთების კვლევის შედეგად განისაზღვრა მადნეულის საბადოს შემცველი ქანების შუა- და გვიანკამპანური ასაკი. ამ ქანებში დადგინდა კამპანური სართულის ჩჩ 20 და ჩჩ 22ბ ორი ბიოსტრატიგრაფიული ზონის არსებობა. ილ. 1, ცხრ. 1, ლიტ. 12.
ავტ.
უაკ 398(47.93)56.11.622.75
ბ3.4. მცხეთის რაიონის სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია ფორამინიფერების მიხედვით. /კ. ქოიავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 38-43. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
მცხეთის მიდამოებში, მდ. არაგვის ხეობის სარმატულ ნალექებში შედგენილია დეტალური ლითოლოგიური ჭრილი, რომლის სხვადასხვა დონეზე აღმოჩენილია სტრატიგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ფორამინიფერების ნაშთები. მათ საფუძველზე აღნიშნულ ჭრილში დასაბუთებულია შუასარმატულის არსებობა, დაზუსტებულია საზღვარი მის შუა და ზედა ნაწილებს შორის, დადგენილია ფორამინიფერების შესაბამისი კომპლექსები. პირობითად გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე გატარებულია საზღვარი შუა და ზედა სარმატს შორის. ილ. 2, ლიტ. 7.
ავტ.
უაკ 622.24
ბ3.5. სამაგრ კოლონებზე მოქმედი წნევის განსაზღვრა ქანების რეოლოგიური თვისებების მიხედვით. /ი. გოგუაძე, შ. ხარებავა/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 96-102. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
განხილულია დრეკად-პლასტიკური და ბლანტ-პლასტიკური ფენების მოდელები: კელვინის, პოიტინგ-ტომსონის, ფრენკელის, მაქსველის, ჯეფრისის, ლესერსის და ბიურგერსის მოდელები. წრფივი დიფერენციალური ოპერაციები მოყვანილია დიფერენციალურ განტოლებებში და განსაზღვრავს ფენის წნევისა და ჰიდროსტატიკური წნევის სიდიდეებს. ასევე დადგენილია რეაქციის დრო და სამაგრი კოლონების ჩაშვების სიღრმე. ცხრ. 3, ლიტ. 7.
ავტ.
უაკ 551.49:556.32
ბ3.6. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს კონცეპტუალური მოდელის შედგენა ოპტიმალური საექსპლუატაციო რეჟიმის შერჩევის მიზნით. /ი. ლომინაძე, ჯ. გაბეჩავა, ვ. გვახარია, დ. გირგვლიანი, გ. ღამბაშიძე, ნ. ცირღილაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 63-67. _ ქართ. ; რეზ. ინგლ.
აღწერილია ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს საექსპლუატაციო მარაგების შეფასება ჰიდრავლიკური მეთოდით. გამოთვლაში გამოყენებულია უმცირეს კვადრატთა მეთოდი და საშუალო შეწონილ სიდიდეთა პრინციპი. გათვალისწინებულია მათემატიკური მეთოდის აღწერის დასაშვები ცდომილება. შეფასებულია თითოეული უბნის საექსპლუატაციო მარაგები და მოცემულია ექსპლუატაციის ოპტიმალური რეჟიმის დებიტები ცალკეული ჭაბურღილისათვის. ილ. 2, ცხრ. 2, ლიტ. 15.
ავტ.
უაკ 550. 42.552.3.5
ბ3.7. მიკროელემენტების განაწილება ტირნიაუზის ვოლფრამ-მოლიბდენური საბადოს გრანიტიოდებში (ჩრდილოეთი კავკასია). /ა. აქიმაძე, თ. წუწუნავა/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 29-33. – რუს. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია ტირნიაუზის ვოლფრამ-მოლიბდენის საბადოს (ჩრდილოეთი კავკასია) გრანიტოიდებში მიკროელემენტების განაწილება. დადგინდა, რომ ტირნიაუზის საბადოს ცალკეული გრანიტოიდები მიკროელემენტების შემცველობისა და კორელაციური კავშირის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ილ.2, ცხრ. 1, ლიტ. დას. 3.
ავტ.
უაკ 552. 163(479,22)
ბ3.8. ახალი მონაცემები ძირულის კრისტალური მასივის კორდიერიტიანი მეტამორფიტების შესახებ. /ნ. კვახაძე/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #1 (459). _ გვ. 33-37. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
დასაბუთებულია, რომ ძირულის მასივის კორდიერიტიანი მეტამორფული კომლექსის ყველა გამოსავალი ჰორსტისებრი ტექტონიკური წარმონაქმნია ალპურისწინა კრისტალურ სუბსტრატში. კომპლექსის აზევება სავარაუდოდ მოხდა მიკროკლინიზაციის შემდეგ, რეგიონალური დანაოჭების ასტურულ ან ინდოსინიურ ფაზაში. ბიოტიტ-სილიმანიტ-კალიშპატურ და გრანიტ-კორდიერიტ-ორთოკლაზური ფაციესის პირობებში მეტამორფიზებული კორდიერიტიანი ქანები ტექტონიკურად ემიჯნება უფრო დაბალტემპერატურულ წარმონაქმნებს. კომპლექსის აზევება სავარაუდოდ მოხდა მიკროკლინიზაციის შემდეგ, რეგიონალური დანაოჭების ასტურულ ან ინდოსინიურ ფაზაში. ილ. 3, ლიტ. დას. 12.
ავტ.
უაკ 551.24+55.2.1/4(479)
ბ3.9. ძირულისა და ხრამის კრისტალური მასივების (საქართველო) კამბრიულისწინა წარმონაქმნების შედარებითი დახასიათება. /დ. შენგელია, ნ. ფოფორაძე, თ. ბუტულაშვილი/. სტუ-ს შრომები. _ 2006. _ #2 (460). _ გვ. 24-29. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
გეოლოგიური მდგომარეობის, ასაკის, შედგენილობისა და რეგიონალური მეტამორფიზმის ხასიათის მიხედვით მოცემულია ძირულისა და ხრამის კრისტალური მასივების ავტოქთონურ კომპლექსებში განვითარებული კორდიერიტიანი პლაგიოგნეისებისა და მათთან ასოცირებული პირველადი ვულკანოგენური ქანების შედარებითი დახასიათება. ასევე შედარებულია ერთმანეთთან ალოქთონური კომპლექსების სერპენტინიტები. ილ. 2. ლიტ. 14.
ავტ.
უაკ 621.643.053
ბ3.10. თრიალეთის მორფოსტრუქტურის ცენტრალურ ნაწილებში (საქართველოს ტერიტორია) ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მაგისტრალური ნავთობსადენის გეოლოგიური საშიშროების ზოგიერთი პრობლემა. /ე. წერეთელი, გ. გობეჩია, რ. გობეჯიშვილი, მ. გაფრინდაშვილი, ნ. წერეთელი/. GEN. _ 2006. _ #4. _ გვ. 102-107. _ რუს.; რეზ. ინგლ.
ნავთობსადენებისთვის გეოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით განსაკუთრებული განხილვის საგნად რჩება მეწყრული პროცესების აქტიურობა და მათი საშიშროების რისკი თრიალეთის მორფოსტრუქტურის ცენტრალური ნაწილის ზონაში. ტრასის ამ ნაწილში მეწყერები წარმოდგენილია სამი გენეტიკური ტიპით—ტექტოსეისმო გრავიატაციული, კონსისტენტური (კლიმატოგენური) და კრიოგენული, რომლებიც წარმოადგენენ დიდ საფრთხეს ნავთობისადენის ნორმალური და საიმედო ფუნქციონირებისათვის. ნავთობსადენის საიმედო ფუნქციონირებისა და მდგრადი ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის რეკომენდებულია განსაკუთრებით რთულ გეოდინამიკურ ნაწილებში ჩამოყალიბდეს საიმედო გეომონიტორინგი და შეიქმნას ინფორმაციული ბაზა პროგნოზის შემუშავებისთვის. ნახ. 5. ლიტ. დას. 6.
ავტ.
ბ.4. გეოგრაფია. კარტოგრაფია. ასტრონომია
უაკ 553.068(47.93)
ბ.4.1. ჟოშხა-გენდუშის (რაჭა) ტერიტორიის საინჟინრო და გეოდინამიკური პირობების გამოკვლევა ძიების ელექტრომეტრული მეთოდებით. /ზ. ამილახვარი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 53-59. _ ქართ.; რეზ. ინგლ.
სოფ. გენდუშისა და ჟოშხის (რაჭა) ტერიტორიებზე ჩატარებული ელექტრომეტრული გამოკვლევების შედეგად დადგენილია დამეწყრილი მასების სიმძლავრე და მათი დიფერენციაცია ვერტიკალური და ლატერალური მიმართულებით, გამოყოფილია მეწყერსაშიში უბნები, დადგენილია მათი გაწყლოვანების ხარისხი და ნაჩვენებია მეწყრულ ნალექებში გრუნტის წყლის მოძრაობის საკმაოდ მაღალი სიჩქარე. ილ. 6, ლიტ. დას. 5.
ავტ.
უაკ 551.54+550.348
ბ.4.2. დედამიწის ზედაპირზე დაკვირვებული სეისმოგრავიტაციული რხევების წარმოშობის შესახებ. /ჯ. ზუროშვილი, ლ. ზუროშვილი, ნ. ხუნდაძე/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 60-62. _ ქართ. რეზ. ინგლ.
შემოთავაზებული სამუშაო ჰიპოთეზის თანახმად, დედამიწის ბირთვი ირხევა მთვარე-დედამიწა სისტემის მასათა ცენტრის მიმართ, რის გამოც სეისმოგრავიტაციული რხევები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბირთვული რხევების ტრანსფორმაციის შედეგი. ცხრილში მოცემულია შესაძლო რხევების პერიოდების დამოკიდებულება მათ ამპლიტუდებზე. ცხრ. 2, ლიტ. დას. 7.
ავტ.
ბ5. სხვა საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები
უაკ 541.1
ბ5.1. პროცესები Gა-Aსჩლ3-H2 სისტემაში. /ი. კალანდაძე, მ. ცირეკიძე, შ. დეკანოსიძე/. _ ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა _ 2006. _ #1. _ გვ. 92_96. – რუს.
ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მეთოდით შესწავლილია ღია Gა-Aსჩლ3-H2 ქლორიდულ სისტემაში მყოფი გაზობრივი Hჩლ გალიუმთან ურთიერთქმედების სისრულის კოეფიციენტის (პ) დამოკიდებულება გალიუმის წყაროში გამავალი Hჩლ ნაკადის სიჩქარეზე (Q). ორივე მიღებული შედეგი ერთნაირად აღწერს ამ ურთიერთქმედების მსგავსებას, მაგრამ აქვს ძალზე დიდი თვისობრივი განსხვავება თეორიულ მრუდთან, რომელიც გამოთვლილია სხვა ავტორების მიერ. ნაშრომში მოყვანილია მოსაზრებები იმ მიზეზებზე, რომლებიც შესაძლოა იწვევს ექსპერიმენტალური და თეორიული მრუდების განსხვავებას.
ავტ.
გ. ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები. ეკონომიკის დარგები
უაკ 621.311.24
გ1.1. ქარის ელექტროსადგურის პროპელერის ფრთის ზომების განსაზღვრა. /ბ. ბოქოლიშვილი, ლ. ქისიშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. – 2006. _ #17. _ გვ. 129-131. _ რუს.; რეზ. ინგლ.
აღწერილია ქარის ელექტროსადგურის სასურველი სიმძლავრის მქონე პროპელერის ფრთის ზომების გამოთვლის მეთოდი. გამოყენებულია ცნობილი ფრთის ზომები და შენარჩუნებულია მათი პირველადი მახასიათებლები. შემოთავაზებული მეთოდით შეიძლება გამოთვლილ იქნას ნებისმიერი დიამეტრის პროპელერის ფრთების პარამეტრები. ილ. 1, ცხრ. 2, ლიტ. დას. 3.
ავტ.
უაკ 621.311.24
გ1.2. ქარის ელექტროსადგურის პროპელერის ფრთის შერჩევა. /ლ. ქისიშვილი/. საქართველოს ნავთობი და გაზი. _ 2006. _ #17. _ გვ. 139-140. _ ქართ. ; რეზ. ინგლ.
განხილულია ქარის ელექტროსადგურის პროპელერის ფრთების ფორმები, შერჩეულია სწორი ცილინდროიდის ფორმის ფრთა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის ენერგიის მაქსიმალურ გამოყენებას მინიმალური დანაკარგებით. ილ. 3, ლიტ. დას. 3.
ავტ.
უაკ 65.9(2)-5.512
გ1.3. გლობალიზაცია და საქართველოს ენერგეტიკის მართვის გაუმჯობესების საკითხი. /გ. ამყოლაძე/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 18-22. _ ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
განხილულია მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესში საქართველოს მონაწილეობის ვარიანტები. შემოთავაზებულია საქართველოს ენერგეტიკის მონაწილეობის საპროგნოზო სქემები რეგიონალურ სამრეწველო-საფინანსო ჯგუფში, რითაც ამაღლდება მართვის ხარისხი, გაუმჯობესდება მდგომარეობა, ინვესტიციების გამოყენება და ენერგეტიკა გახდება მომგებიანი.
ავტ.
უაკ 681..3
გ1.4. მცირე და მიკროჰესების მშენებლობის შესაძლებლობა პატარა და წყლის მცირე ხარჯიან მდინარეებზე კომპიუტერული მართვით. /კ. კამკამიძე, ი. გაბრიჩიძე, ვ. გაბრიჩიძე, ფ. პაატაშვილი, ლ. პაატაშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #1 (459). _ გვ. 62-65. – ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ შესაძლებელია პატარა და წყლის მცირეხარჯიან მდინარეებზე კომპიუტერული მართვით განხორციელდეს მცირე და მიკროჰესების მშენებლობა, რომლებიც შეძლებენ ეფექტურ მუშაობას.
ავტ.
უაკ 728.6:69.003.1
გ1.5. მზის ენერგიის გამოყენება მონოლითურ სახლთმშენებლობაში. /ი. ირემაშვილი, ზ. ეზუგბაია, ი. ბერძენიშვილი/. სტუ-ს შრომები. – 2006. _ #2 (460). _ გვ. 14-18. – ქართ. რეზ.: ქართ., რუს., ინგლ.
აღნიშნულია ბოლო პერიოდში მონოლითურ სახლთმშენებლობაზე გადასვლის მზარდი ტენდენცია, განხილულია მისი პერსპექტივები და ამის ფონზე, სახლთმშენებლობაში ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება, რაც ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზეა წარმოდგენილი. მონოლითურ სახლთმშენებლობაში მარტივი ჰელიომოწყობილობების გამოყენება ზრდის მშენებლობის ტემპს, ხარისხს და ამცირებს შრომის დანახარჯებს. ცხრ. 2, ლიტ. დას. 4.
ავტ.
უაკ 621.31(479.22)
გ1.6. საქართველოს ელექტრობალანსი. /ი. ჩომახიძე/. მეცნიერება და ტექნოლოგიები. – 2006. _ #7-9. – გვ. 52-55. – ქართ.; რეზ.: ინგლ., რუს.
გაანალიზებულია 1990-2005 წლების საქართველოს ელექტრობალანსი. აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში იგი იყო ძირითადად დეფიციტური. საბჭოთა პერიოდში წლიურმა დეფიციტმა მიაღწია 3,0-3,5 მლრდ კვტს-ს. დამოუკიდებლობის პერიოდში ელექტრობალანსი გახდა სრულიად დეფიციტური და ეს დეფიციტურობა ხასიათდება ზრდის ტენდენციით. 2000-2005 წლებში დეფიციტი გაიზარდა 3,2-ჯერ. ამჟამად ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება არა ადგილობრივი წარმოების მასშტაბის გაზრდით, არამედ იმპორტული ენერგიის მატებით, რაც მიზანშეუწონელია. ასეთი მდგომარეობის დაძლევა შესაძლებელია ადგილობრივი ჰიდრორესურსების ათვისებით, დიდი როლი უნდა შეასრულოს ენერგოეფექტიანობის გაზრდამ.
ავტ.
უაკ 620.91/.98
გ1.7. ალტერნატიული წყაროების გამოყენების ენერგეტიკული შეფასება. /რ. ჯაფარიძე, ი. აფციაური, თ. ნაცვლიშვილი/. სმმეი-ს შრომები. _ 2007. – გვ. 208. – ქართ.; რეზ.:Lრუს., ინგლ.
მოცემულია ინსტიტუტში დამუშავებული ბიოგაზის დანადგარის ფერმერულ მეურნეობაში გამოყენების ეფექტურობის ანალიზი. დანადგარის ეფექტურობის ერთ-ერთი მახასიათებელია მისი საშუალებით ბიომასიდან მიღებული ბიოგაზის ერთეული ენერგიის ენერგეტიკული ეფექტურობის მაჩვენებელი სიდიდე, რომელიც წარმოადგენს ტექნოგენური დანახარჯების ფარდობას მიღებულ ერთეულ ენერგიასთან. როგორც გაანგარიშებამ გვიჩვენა დღეში 3.3მ3 წარმადობის, 320 კგ მასის ბიორეაქტორის მიერ 15 წლიანი საექპლოატაციო ვადის განმავლობაში მიიღება 379417 მჯ ენერგია, რაც 6-ჯერ მეტია ბიორეაქტორის დამზადებაზე და ტექმოვლებზე დახარჯულ ენერგიასთან შედარებით (63173 მჯ).
ავტ.
უაკ 620.9+681.5.037.7
გ1.8. მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების გამოყენება ელექტროენერგიის გამომუშავების მართვაში. /გ. მაჭარაშვილი/. მეცნიერება და ტექნოლოგიები _ 2006. _ #4-6. _ გვ. 3-6. _ ქართ.; რეზ: ქართ., რუს., ინგლ.
მათემატიკური მეთოდები და მოდელები ამოცანათა მრავალვარიანტული გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, საიდანაც ამა თუ იმ კრიტერიუმის საფუძველზე შესაძლებელი ხდება საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. ასეთი მოდელების შესაქმნელად გამოიყენება მათემატიკური დაპროგრამება, თამაშების თეორია, სტატისტიკურ გადაწყვეტილებათა თეორია, გრაფების თეორია, ქსელური ანალიზი და სხვ. ელექტროენერგიის მოთხოვნის მათემატიკური მოდელირებისა და ანალიზის დროს საჭიროა გამოვლინდეს ამორჩეული ფაქტორების მოქმედების ხარისხი. ამ მიზნით მრავალ მეთოდს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი პროცენტით იცვლება მოთხოვნილება ელქტროენერგიაზე, როცა მასზე მოქმედების ფაქტორი ერთი პროცენტით იცვლება. მიღებულ გაანგარიშებათა შედეგად და მოდელის რეალურ ინფორმაციასთან შემოწმებით შეგვიძლიათ განვსაზღვროთ მოდელის საბოლოო სახე, რათა მოხდეს მისი პრაქტიკაში დანერგვა.
ავტ.
უაკ 621.31(085.7)
გ1.9. ელექტროენერგიაზე ტარიფების შესახებ. /რ. არველაძე/. ენერგია. _ 2006. _ #4(40). _ გვ. 3-5. _ ქართ.; რეზ.: ქართ.; რუს.; ინგლ.
მოყვანილია ზოგადი ცნობები ელექტროენერგიაზე ტარიფების შესახებ. განხილულია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დადგენილი ტარიფების არსი და რამდენად სწორადაა ეს ტარიფები შედგენილი. შესაბამისი მსჯელობის გათვალისწინებით, გამოტ