თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 18-20 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: სპეციფიკური თვისებების მქონე ნაერთები და მასალები სამრეწველო ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის ბაზაზე”. კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90-ე წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ 25 აგვისტომდე წარმოადგინოთ მოხსენებების თეზისები ინგლისურ ენაზე. თეზისების წარმოდგენის პირობები:

თეზისის სათაური
ავტორთა გვარი, სახელი
ორგანიზაცია
E-mail მისამართი

დოკუმენტის ფორმატი: Microsof Word (*.doc) ან  Rich Text Format (*.rtf)
ყველა მინდორი: 2.5 სმ
შრიფტი: Times New Roman  ან  Arial with single line spacing
სათაური: bold 13 pt, alignment – Center
ავტორთა გვარი: 12 pt, alignment – Center; მომხსენებლის გვარიხაზგასმით
ორგანიზაცია: მხოლოდ ორგანიზაციის დასახელება (მისამართის გარეშე)
და E-mail: normal 11 pt, alignment – Center
ტექსტი (ნახაზების გარეშე 300 სიტყვა): normal 12 pt, alignment justified

საორგანიზაციო კომიტეტი
პროფესორი ნოდარ ლეკიშვილი
ტელ.: 294794
მობილური: 895 930 416
E-mail: lekino55@yahoo.com

   
 
Last Updated 20/06/08 ________________________________©2008 TECHINFORMI