1. საქართველოში დაცული დისერტაციების მონაცემთა ბაზა
მონაცემთა ბაზა მოიცავს საქართვეელოში დაცული დისერტაციების შესახებ შემდეგ მონაცემებს: ავტორი, სათაური, სამეცნიერო მიმართულება, დაცვის თარიღი, სამუშაოს შესრულების ადგილი, ნაშრომის რეფერატი. ძიება ხორციელდება ავტორის გვარის და სახელის, დაცვის თარიღის, სათაურის და სამეცნიერო მიმართულების მიხედვით.

2. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მონაცემთა ელექტრონული ფონდი
ფონდი მოიცავს საქართველოში შესრულებული და მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ მონაცემებს: კვლევითი სამუშაოს დასახელება, შემსრულებელი ორგანიზაცია, სამუშაოს სამეცნიერო ხელმძღვანელი, შესრულების თარიღი, სამეცნიერო მიმართულება, ანოტაცია. ელექტრონული ფონდი მოიცავს 3000-ზე მეტ ჩანაწერს.  

3. საქართველოს განათლების და მეცნიერების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა
მონაცემთა ბაზა მოიცავს საქართველოში მოქმედი საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, მართვის ორგანოების შესახებ მონაცემებს: საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობის სფერო, ხელმძღვანელის გვარი და სახელი. ბაზაში 2000-მდე ჩანაწერია.

4. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) გამოცემების სადეპოზიტო ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა მოიცავს სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის, გარემოს დაცვის, ეკონომიკის მენეჯმენტის სფეროს შესახებ 1500-ზე მეტი დასახელების ჟურნალს, კატალოგს, სახელმძღვანელოს და სხვა სახის ლიტერატურას. ფონდი ყოველწლიურად ივსება FAO-ს სათავო ოფისიდან მოწოდებული 100-მდე ახალი გამოცემით.

5. საქართველოს კომპანიების მონაცემთა ბაზა
ბაზა მოიცავს ინფორმაციას საქართველოში მოქმედი კომპანიების შესახებ. ბაზა მოიცავს 9500-ზე მეტ ჩანაწერს საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების, წარმომადგენლობების და სხვათა შესახებ. ბაზაში ძიება შესაძლებელია: ორგანიზაციის დასახელების, მისამართის, ტელეფონის და ელ.ფოსტის, პროდუქციის, მომსახურების და საქმიანობის სფეროს მიხედვით. ძიება შესაძლებელია აგრეთვე ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარის მითითებითაც.    

6. დეპონირებული კვლევითი სამუშაოების ელექტრონული ფონდი
დეპონირებული კვლევითი სამუშაოების ელექტრონული ფონდი აერთიანებს ძირითადად საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში და უმაღლეს სასწავლებლებში შესრულებული (გამოუქვეყნებელი) შრომების შესახებ შემდეგ მონაცემებს: სამუშაოს დასახელება, სამუშაოს შემსრულებელი ორგანიზაციის დასახელება, ავტორის გვარი და სახელი, დეპონირების თარიღი. ძიება შესაძლებელია აღნიშნული მონაცემების მიხედვით. ელექტრონული ფონდი მოიცავს 1200-ზე მეტ ჩანაწერს.  

7. მონაცემთა ბაზა “საქართველოს მეცნიერთა პუბლიკაციები მაღალი რეიტინგის მქონე უცხოურ ჟურნალებში”
ბაზა მოიცავს 1965 წლიდან საქართველოს მეცნიერთა მიერ მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებულ 10000-ზე მეტ პუბლიკაციას. ყოველი ჩანაწერი შეიცავს მონაცემებს ავტორის შესახებ (გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი, მისამართი), სტატიის რეფერატს, გამოცემის თარიღს, სამეცნიერო მიმართულებას და ამ სტატიის ციტირებათა რაოდენობას.

8. სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიების ელექტრონული ფონდი
ფონდი მოიცავს საქართველოს ჟურნალებში, 1972 წლიდან გამოქვეყნებულ 37000-მდე სტატიის შესახებ მონაცემებს. ფონდის ყოველი ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: სტატიის ბიბლიოგრაფიული აღწერა, ანოტაცია, უნივერსალური ათობითი კოდი.

 9. საქართველოს კანონები ინგლისურ ენაზე
ელექტრონული ფონდი შეიცავს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ 200-მდე კანონის ინგლისურენოვან ვერსიას.

10. ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ)
ასახავს საქართველოს მეცნიერთა პუბლიკაციებს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში. რეფერატები შედგენილია იმ პუბლიკაციების მიხედვით, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოს სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტების შრომათა კრებულებში, დეპონირებულ შრომებში, დისერტაციებში, სამეცნიერო მონოგრაფიებში. ქრჟ-ს პირველი ნომერი ტექინფორმის მიერ გამოიცა 2000 წელს. 2003 წელს შეწყდა მისი გამოცემა ბეჭდური სახით. 2008 წელს დაიწყო ჟურნალის ელექტრონული ვერსიის (E ISSN 1987-5800) გამოშვება. ელექტრონული ჟურნალის პირველი ნომერი ქართულენოვანია, გარდა ამისა მას ერთვის  პუბლიკაციების ბიბლიოგრაფიული აღწერილობა ინგლისურ და რუსულ ენებზე. ჟურნალის შემდეგი ნომრები შედგენილი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქრჟ-ს სარედაქციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა გამომცემელსა და მეცნიერს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ჟურნალისათვის მასალების მოწოდების საქმეში.

 11. საკანონმდებლო-ნორმატული დოკუმენტების მონაცემთა ბაზა
ბაზა შეიცავს დსთ-ს ქვეყნების, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 16000-მდე დასახელების საკანონმდებლო-ნორმატულ დოკუმენტს. ბაზა ბიბლიოგრაფიულია. ძიება შესაძლებელია ქვეყნის, თემატიკის, დოკუმენტის მიღების თარიღის, საკვანძო სიტყვების მიხედვით.

12. ექსპერტთა კატალოგი
ექსპერტთა ელექტრონული კატალოგი შეიცავს მონაცემებს საქართველოში მეცნიერების, ტექნიკისა და ბიზნესის სფეროებში მოღვაწე იმ სპეციალისტების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება კონსულტაციების, შეფასებებისა და ანალიზის ჩასატარებლად. ექსპერტებს ვიწვევთ ანკეტის შესავსებად.
ძიება კატალოგში
ექსპერტის ანკეტა

13. ინოვაციების მონაცემთა ბაზა
ბაზა საშუალებას იძლევა ჩატარდეს საქართველოს მეცნიერების, გამომგონებლების, კვლევითი ცენტრებისა და საწარმოებების მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების ძიება. თავისი სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსურველებს ვიწვევთ შესაბამისი ანკეტის შესავსებად.
ბაზაში ძიება
ტექნოლოგიის/პროდუქტის ანკეტა

14. სამეცნიერო-ტექნიკური ღონისძიებები საქართველოში
2000 წლიდან ტექინფორმი აგროვებს ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და გამოფენების შესახებ მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში. ღონისძიებების ორგანიზატორებს ვთხოვთ შეავსონ შესაბამისი ანკეტა.
2008 წლის ღონისძიებები
ღონისძიების ანკეტა

 
 
Last Updated 20/06/08 ________________________________©2008 TECHINFORMI