tech
ტექინფორმი წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო-კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას. ვრცლად ...
 
სიახლეები
 
19.07.10. ტექინფორმმა, 2010 წლის 9 ივლისს, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარებულ სემინარში "ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია". ვრცლად ...
 
07.07.10. ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის" 2010 წლის 9 ივლისს ატარებს სემინარს “ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია". (ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა თანდართულ უფრო ვრცელ მასალაში შეგიძლიათ ვებ გვერდზე www.inovdev.ge). ვრცლად ...
 
08.06.10.2010 წლის 18-21 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორები:
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
მხარდამჭერები:
თბილისის მერია
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტო
ჯორჯია თუდეი
რადიო ქალაქი.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გამომცემლობების, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების პროდუქცია. იხ. ფოტოები ტექინფორმმა წარმოადგინა FAO-ს სადეპოზიტო ბიბლიოთეკის ლიტერატურა და საკუთარი გამოცემები, კომპაქტ-დისკები. ვრცლად ...
 

2010 წლის 8 მაისს ტექინფორმში გაიმართა ლექცია-სემინარი, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მართვისა და ინოვაციის საკითხებს.
მომხსენებელი  ისრაელის სამეცნიერო ცენტრის ”Polymate”-ს დირექტორი, ისრაელის გამომგონებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - პროფ. ოლეგ ფიგოვსკი.
სემინარს ესწრებოდნენ სამეცნიერო ორგანიზაციების და ასოციაციის წარმომადგენლები.
სემინარზე განხილული იქნა ორი საკითხი:
1. მეცნიერების მართვა მეცნიერებით
2. მეცნიერება და ინოვაციები ისრაელში

 

08.04.10. ტექინფორმმა 2010 წლის 19 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფერმერთა სახლის მიერ ორგანიზებულ პირველ რეგიონალურ კონფერენციაში ფერმერული მეურნეობები და მათი მომსახურე ორგანიზაციები.
კონფერენცია გაიმართა თბილისში ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტში. ვრცლად ...

 
02.04.10. საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით: `ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები”. ვრცლად ...
 

24.03.10. გამოვიდა პროფესორ როზეტა ასათიანის მონოგრაფიის "საქართველოს ეკონომიკა:  ახალი ეპოქა. თეორია, პრაქტიკა, ანალიზი" პირველი ნაწილი. მონოგრაფიაში გაშუქებულია საქართველოს ეკონომიკაში 1991-2008 წლებში განვითარებული მოვლენები. ყველა საკითხს ღრმა თეორიულ გააზრებასთან ერთად თანდართული აქვს სტატისტიკური მასალები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები. მონოგრაფია საინტერესოა მკითხველთა ფართო წრისათვის.  რეფერატი

 
12.03.10. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად. ვრცლად ...
 
10.03.10. გამოვიდა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებული #8, 2010 წ.
 

24.02.10. ასოციაციამ ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის 2010 წლის 17 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაატარა სემინარი.
სემინარზე წაკითხულ იქნა ორი მოხსენება:
1. ევროკავშირში კვლევა და შემუშავება როგორც საინოვაციო რესურსი და  ევროპული ინტეგრაცია,
მომხსენებელი: თამაზ მარსაგიშვილი, არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, ფიზ.-მათ. დოქტორი.
2. კლასტერი – ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების საფუძველი,
მომხსენებელი:  ინეზა გაგნიძე,  თსუ, ასოცირებული პროფესორი

17.02.10. გამოვიდა საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის ეკონომისტი 2009 წლის მე-3, მე-4 და მე-5 ნომერი, გამომცემელი პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი.
15.01.10. გამოვიდა ქართული სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „თანამედროვე მედიცინა“ 2010 წლის 1(14) ნომერი, გამომცემელი ჯიპისი.
17.12.09. ტექინფორმმა გამოსცა ქართული რეფერატული ჟურნალის (ქრჟ) 2009 წლის  მორიგი მე-4 (16) ნომერი (E ISSN 1987-5800). ჟურნალში ასახულია მეცნიერების და ტექნიკის სფეროში საქართველოს მეცნიერთა პუბლიკაციების რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასში მოცემულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებში, სამეცნიერო ორგანიზაციების და უნივერსიტეტების შრომათა კრებულებში გამოქვეყნებული მასალების, დისერტაციების, მონოგრაფიების რეფერატები და ბიბლიოგრაფიული აღწერილობანი. ჟურნალის თემატიკა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: საზოგადოებრივი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები; ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები; ეკონომიკის დარგები, დარგთაშორისი პრობლემები. ჟურნალს თან ახლავს ავტორთა, საგნობრივი და თემატური საძიებლები.

10.11.09. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართუმა  უნივერსიტეტმა  და ასოციაციამ „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის” 2009 წლის 4 ნოემბერს გამართა სემინარი თემაზე: ევროპის მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა. მოხსენება გააკეთა:  ოლეგ შატბერაშვილმა.
ვრცლად ...

10.10.09. ტექინფორმში მომზადდა და გამოიცა ანალიზური ინფორმაცია “უცხოეთის ქვეყნების ეროვნული საინოვაციო სისტემები” – ISBN 978-99928-995-8-8 (ავტ. მ. კოპალეიშვილი და ი. ბედინაშვილი, ქართულ ენაზე, 56 გვ.). ამით ტექინფორმი იწყებს გამოცემათა სერიას თემაზე: “ინოვაცია და საინოვაციო საქმიანობა’’, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მომზადდეს და გამოიცეს კიდევ ოთხი დასახელების ანალიზური ინფორმაცია. ვრცლად ...

30.07.09. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის კონსორციუმის ICSTI Resource Network-ის პროგრამის ფარგლებში ტექინფორმს საშუალება აქვს უზრუნველყოს ძიება შემდეგ ელექტრონულ რესურსებში: 1. გამომცემლობის Kluwer Law & Business მონაცემთა ბაზებში, ჟურნალებსა და ენციკლოპედიებში, 2. გამომცემლობის SpringerLink წიგნებსა და ჟურნალებში. დაინტერესებული პირები გთხოვთ მობრძანდეთ ტექინფორმში(კოსტავას 47, მე-6 სართ.). აღნიშნულ რესურსებში მუშაობა უფასოა. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 335315, 988366, 987620.

30.07.09 2009 წლის 23 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართება III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”სამეცნიერო ინოვაციის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”. საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს სამეცნიერო ინოვაციის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, პრაქტიკოსებს, ექსპერტებს, საქმიან ადამიანებს  მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინოვაციების ცენტრი. ვრცლად ...

13.07.09. სსიპ ტექინფორმის საკონფერენციო დარბაზში 2009 წლის 9 ივლისს ჩატარდა სამეცნიერო სემინარი, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მართვას  და საინოვაციო პროცესების საკითხებს.  მოსმენილ იქნა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის - ლეონიდ ჯახაიას მოხსენება ”მეცნიერების მენეჯმენტი - მსოფლიო გამოცდილება” და ტექინფორმის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის მადონა კოპალეიშვილის მოხსენება ეროვნული საინოვაციო სისტემები.   სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა და საინოვაციო საქმიანობით დაინტერესებულმა მოწვეულმა სპეციალისტებმა. ვრცლად ...
20.05.09. ტექინფორმი - საქართველოს ეროვნული წარმომადგენელი სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში (ICSTI) - ჩართულია ICSTI-სა და სამეცნიერო ინფორმაციის ელექტრონული ძიების და მიწოდების მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერის SWETS-ის ერთობლივ პროექტში, რაც გულისხმობს კონსორციუმის (ICSTI Resours Network) შექმნას. ვრცლად ...
19.04.09. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  2009 წლის 10 მარტს,  ტექინფორმის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა  იოსებ გოგოძემ  ჩაატარა სემინარი თემაზე:  კვლევების და განვითარების სისტემა  საქართველოში:  1991-2005 წლის სტატუსი. სემინარი ჩატარდა მეცნიერების რეფორმირების საკითხებით და მეცნიერების სფეროს ინოვაციების პრობლემებით დაინტერესებული მეცნიერებისთვის.
14.04.09 სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების on-line რეგისტრაციის სისტემა.

ტექინფორმში შემუშავდა საქართველოში მიმდინარე და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების (პროგრამების, პროექტების) on-line რეგისტრაციის სისტემა. ვრცლად ...

02.01.09 დოკუმენტების ელექტრონული მიწოდების სისტემა
ტექინფორმი, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის (ICSTI) წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, მონაწილეობს ICSTI-ისა და კომპანია SWETS-ის ერთობლივ პროექტში "დოკუმენტების ელექტრონული მიწოდების სისტემა". ვრცლად ...

ტექინფორმის დელეგაციამ დირექტორის ქ-ნ ნ. მახვილაძის და მთ. მეცნიერ-თანამშრომლის ქ-ნ მ. კოპალეიშვილის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამეცნიერო-ტექნიკური საინფორმაციო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკაში“, რომელიც შედგა ქ. ბაქოში 2008 წლის 28-30 ოქტომბერს.    ვრცლად ...

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სსიპ “განვითარებისა და რეფორმების ფონდმა” გამოაცხადა კონკურსი 2008-2009 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა 238 კონკურსანტი საიდანაც შეირჩა 88, რომლთა სწავლაც მაღალ რეიტინგულ უნივერსიტეტში დაფინანსდა. ვრცლად ...

2008 წლის 16 მაისს ქალაქ ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩატარდა სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის (ICSTI) წევრი ქვეყნების უფლებამოსილი წარმომადგენლების კომიტეტის გაერთიანებული სხდომა. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნელი მახვილაძე, ტექინფორმის დირექტორი; ოლეგ შატბერაშვილი, საქართველოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ICSTI-ში; რაულ თურმანიძე, სტუ-ს პროფესორი. ვრცლად ...
 
ევროპულ სამეცნიერო-ტექნიკურ პროექტებში მონაწილეობის მსურველთათვის ევროპული სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტექინფორმი ახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ვრცლად ...
 
ტექინფორმი აგროვებს ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, გამომგონებლების, კვლევითი ცენტრებისა და საწარმოებების მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. თავისი სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსურველებს ვთხოვთ შეავსონ შესაბამისი ანკეტა.
ტექნოლოგიის/პროდუქტის ანკეტა
ბაზაში ძიება
ტექინფორმის ინიციატივითა და FAO–ს მხარდაჭერით ქართულ ენაზე ითარგმნა. სასწავლო გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო ჯანსაღი კვების სწავლება დაწყებით სკოლებში ორ ტომად. ვრცლად ...
Last Updated 07/20/2010 ________________________________©2008 TECHINFORMI