სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი |
|
2008 წლის 16 მაისს ქალაქ ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩატარდა სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის (ICSTI) წევრი ქვეყნების უფლებამოსილი წარმომადგენლების კომიტეტის გაერთიანებული სხდომა. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნელი მახვილაძე, ტექინფორმის დირექტორი; ოლეგ შატბერაშვილი, საქართველოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ICSTI-ში; რაულ თურმანიძე, სტუ-ს პროფესორი. სხდომას წინ უძღოდა საერთაშორისო კონფერენცია სამეცნიერო და ტექნიკური ინოვაცია: ეროვნული გამოცდილება და საერთაშორისო თანამშრომლობა,რომლის ორგანიზატორები იყვნენ ICSTI, ეგვიპტის განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ეგვიპტის სხვა პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციის პროგრამა და მოხსენებები. |
|
![]() |
||||




