განვითარებისა და რეფორმების ფონდი

 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სსიპ “განვითარებისა და რეფორმების ფონდმა” გამოაცხადა კონკურსი 2008-2009 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა 238 კონკურსანტი საიდანაც შეირჩა 88, რომლთა სწავლაც მაღალ რეიტინგულ უნივერსიტეტში დაფინანსდა

.

 

კონკურსში მონაწილეობას იღებდა სსიპ ”ტექინფორმის” საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ინჟინერი გიორგი გვიანიშვილი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება და სწავლას გააგრძელებს ევროპოის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია) კომპიუტერული მეცნიერებების განხრით.  საზგვარ გარეთ სწავლისას გიორგი დაეუფლება არა მხოლოდ მონაცემების დამუშავების თანამედროვე მეთოდებს, არამედ კომუნიკაციების სფეროში არსებულ თანამედროვე სისტემებს.


”ტექინფორმში მუშაობისას საშუალება მქონდა ურთიერთობა მქონოდა მაღალი დონის დადებითად განწყობილ პროფესიონალებთან, საქართველოში დაბრუნების შემდგომ ამაყი ვიქნები ტექინფორმთან თანამშრომლობის გაგრძელებით” გიორგი გვიანიშვილი

 
 
Last Updated 20/06/08 ________________________________©2008 TECHINFORMI