რეგისტრაციის მიზანია უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნიერო დაწესებულებებში, სამეცნიერო ჯგუფებში, არასამთავრობო და კერძო სექტორში მიმდინარე და დასრულებული სამეცნიერო კვლევების აღრიცხვა და სისტემატიზაცია, მათი კლასიფიკაცია სამეცნიერო მიმართულებებისა და თემატიკის, ფუნდამენტური და გამოყენებითი კატეგორიების, დაფინანსების წყაროების, ორგანიზაციული სტრუქტურების მიხედვით და სხვ. ამჟამად დაწყებულია საცდელი ექსპლოატაცია. კვლევების რეგისტრაციის საფუძველზე განახლდება ტექინფორმში არსებული მონაცემთა ბაზა, რომლის შევსებაც ამჟამად სერიოზულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული შესაბამისი მექანიზმების არარსებობის გამო. რეგისტრაციის სისტემის გამართვა კვლევითი სამუშაოების სახელმწიფო რეესტრის წარმოების შესაძლებლობას შექმნის. კვლევითი სამუშაოს on-line რეგისტრაცია |



