ტექინფორმი - საქართველოს ეროვნული წარმომადგენელი სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში (ICSTI) - ჩართულია ICSTI-სა და სამეცნიერო ინფორმაციის ელექტრონული ძიების და მიწოდების მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერის SWETS-ის ერთობლივ პროექტში, რაც გულისხმობს კონსორციუმის (ICSTI Resours Network) შექმნას.
კონსორციუმის მიზანია ICSTI წევრი ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სამეცნიერო პუბლიკაციების რეფერატები და სრული ტექსტები on-line რეჟიმში. კონსორციუმს პარტნიორობას უწევენ მსოფლიოს უმსხვილესი გამომცემლები და მათი გაერთიანებები, რომლებიც ფლობენ ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებს, წიგნების, პრესისა და სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონულ კოლექციებს.
2009 წლის განმავლობაში კონსორციუმის მონაწილეებს ეტაპობრივად, ორ-ორი თვით კომპანია SWETS-ის მეშვეობით უფასოდ მიეწოდებათ სამეცნიერო პუბლიკაციების ელექტრონული ასლები მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო რესურსებიდან. წლის ბოლოს სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდება კონსორციუმის შემდგომი ფუნქციონირების პირობები და შეღავათები.
ქვემოთ მოცემულია 2009 წელს ხელმისაწვდომი რესურსების ჩამონათვალი:
• ALJC www.alpsp.org – სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურის გამომცემელთა საზოგადოების (The Association of Learned and Professional Society Publishers - ALPSP) წევრ არაკომერციულ გამომცემლობათა თემატური ჟურნალები. ALPSP გამომცემლობები მსოფლიოს 36 ქვეყანაში გამოსცემენ 10 000-ზე მეტი დასახელების ჟურნალს. მათ უმრავლესობას გააჩნია სრულტექსტოვანი ელექტრონული ვერსია და შედის თემატურ კოლექციაში – ALJC.
• MyiLibrary www.myilibrary.com – Ingram Digital Group-ის წიგნების ელექტრონული კოლექცია, რომელიც შეიცავს 100 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს, გამოცემულს ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობების მიერ. მათ შორისაა: McGraw Hill, John Wiley, Oxford University Press, Cambridge, University Press, Springer, Elsevier, Blackwell Publishing, Taylor&Francis Group, St. Martin’s Press, HarperCollins, Pearson Education, Random House და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – IAEA, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - ILO, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – WHO. წიგნები გაერთიანებულია საგნობრივ კოლექციებში, აგრეთვე შესაძლებელია შერჩევით შეკვეთა.
• Elsevier www.elsevier.com – SCOPUS-ის რეფერატებისა და სამეცნიერო შრომების ციტირების მონაცემთა ბაზა, აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გამომცემლობის EElsevier B.V. ჟურნალების და წიგნების კოლექციები. მონოგრაფიების გარდა წიგნების კოლექციები შეიცავენ ცნობარებს და ენციკლოპედიებს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ყველა სფეროში.
• CABI www.cabi.org/CABebooks - წიგნების ცნობილი კოლექცია ბუნებისა და ცხოველმოქმედების შესახებ გამოყენებითი მეცნიერების სფეროში (სოფლის მეურნეობა, ზოოლოგია და ვეტერინარია, გარემო, საკვები პროდუქტები, მოგზაურობა და ტურიზმი, ბოტანიკა და მემცენარეობა).
• Jane’s http://catalog.janes.com/catalog/public/index.cfm- გამომცემლობის Jane’s Information Group ჟურნალების, ცნობარების და ანალიზური მასალების კოლექცია შეიარაღების, თავდაცვის მრეწველობის, გეოპოლიტიკის, ეროვნული უშიშროების, ავიამშენებლობის და Gგემთმშენებლობის, მრეწველობის უსაფრთხოების სფეროებში.
• Taylor & Francis www.ebooksubscriptions.com - წიგნების კოლექცია ცოდნის ყველა სფეროში (საზოგადოებრივი და ტექნიკური მეცნიერებები, ბიზნესი, მრეწველობა). ახალი წიგნები შედის ელექტრონულ კოლექციებში მათი ბეჭდური სახით გამოცემისთანავე.
• World Scientific Publishers www.worldscientific.com – სამეცნიერო ჟურნალების და წიგნების კოლექცია ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნილების მქონე კვლევებზე, მათ შორისაა: ნანოტექნოლოგია, მათემატიკური მეცნიერებები, პროგრამირება და კომპიუტერული ტექნოლოგიები, არაწრფივი პროცესები, მასალათმცოდნეობა, ბიოლოგია და მეცნიერებები სიცოცხლის შესახებ.
• Springer www.springer.com – გამომცემლობის Springer Verlag სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო კოლექციები (მათ შორის ჟურნალები, მონოგრაფიები, ენციკლოპედიები და ცნობარები).
• MedicinesComplete www.pharmacopoeia.co.uk – გამომცემლობის RPS Publishing სამედიცინო და ფარმაკოლოგიური ცნობარების ყველაზე სრული კოლექცია. ძირითადი თემები – სამედიცინო პრეპარატების დახასიათება და თავსებადობა, ტოქსიკოლოგია, ქიმიური ანალიზი, დიეტოლოგია, სამკურნალო მცენარეების თვისებები და გამოყენება.
• PressDisplay http://Library.PressDisplay.com – საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის ელექტრონული გაზეთების საერთაშორისო პორტალი, შეიცავს 500-ზე მეტ გაზეთს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან 45 ენაზე. ყველა გაზეთი ხელმისაწვდომია წასაკითხად ნომრის გამოსვლისთანავე.
• RSC Publishing http://www.rsc.org/publishing/ - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობა, რომელიც გვთავაზობს იმ ჟურნალების, პერიოდული გამოცემების, წიგნების, მონაცემთა ბაზების განსაკუთრებით ვრცელ ნაკრებს, რომელთაც გაიარეს ექსპერტული შეფასება. RSC ჟურნალები მიჩნეულია ყველაზე ოპერატიულად თავის სფეროში - ზოგიერთი სტატია ქვეყნდება მიღების დღესვე სპეციალისტის მიერ გაკეთებული ექსპერტული შეფასებისა და რედაქტირების შემდეგ. RSC მონაცემთა ბაზა და სტატიების სასიგნალო სათაურები ქიმიის დარგში მიღწევების შესახებ ინფორმაციის სწრაფი და იაფი ხელმისაწვდომობის საშუალებას იძლევა. RSC eBook Collection - RSC მიერ 1968 წლიდან გამოცემული წიგნების ელექტრონული ფაილების კრებულია, რომელიც შეიცავს 800-ზე მეტ წიგნს და 10 000-ზე მეტ ცალკეულ თავს, რომლებიც ინდექსირებულია DOI-ს (Digital Object Identifier – ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი) ნომრებით. თემატიკა მოიცავს ქიმიის ყველა სფეროს – დაწყებული ბირთვული და კვებითი ქიმიიდან ნანო- ან ბიომეცნიერებით დამთავრებული.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 335 315, 987 620
ელ. ფოსტა: tech@caucasus.net, nellym@caucasus.net