ევროპულ სამეცნიერო-ტექნიკურ პროექტებში მონაწილეობის
ევროპული სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტექინფორმი ახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კერძოდ:
- ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერებს მე-7 ჩარჩო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
- ხელი შეუწყოს საქართველოში შექმნილი სამეცნიერო პროდუქციის გავრცელებას ევროპაში და ევროპული სამეცნიერო კვლევების შედეგების დანერგვას საქართველოში.
თუ დაინტერესებული ხართ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნული ინტეგრაციის პროცესში გთხოვთ შეავსოთ წარმოდგენილი ორი ტიპის განაცხადის ფორმები.
პირველი ტიპის განაცხადი შეივსება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ:
ა) მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში თქვენი სამეცნიერო პროექტის რეალიზაციის მიზნით მოიზიდოთ ევროპელი პარტნიორები,მეორე ტიპის განაცხადი შეივსება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ:
ბ) შესთავაზოთ ევროპელ პარტნიორებს თქვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სამეცნიერო პროდუქტი.
ა) თქვენი ორგანიზაციის სამეცნიერო გამოცდილების საფუძველზე შესთავაზოთ ევროპელ სამეცნიერო ჯგუფებს თქვენი ორგანიზაციის პარტნიორობა მათ მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამაში წარსადგენ პროექტის რეალიზაციაში,ქართულ და ინგლისურ ენებზე შევსებული განაცხადის ფორმები უნდა გამოგზავნოთ ტექინფორმში ელექტრონული ფოსტით, მისმართზე econ@caucasus.net; nellym@caucasus.net. განაცხადები რედაქტირების შემდეგ ტექინფორმის მიერ განთავსდება CORDIS-ის მონაცემთა ბაზაში.
ბ) შესთავაზოთ ევროპელ სამეცნიერო პარტნიორებს თქვენი ორგანიზაციის გამოცდილება სამეცნიერო პროდუქციის დანეგვის საქმეში.



