ტექინფორმის დელეგაციამ დირექტორის ქ-ნ ნ. მახვილაძის და მთ. მეცნიერ-თანამშრომლის ქ-ნ მ. კოპალეიშვილის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამეცნიერო-ტექნიკური საინფორმაციო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკაში“, რომელიც შედგა ქ. ბაქოში 2008 წლის 28-30 ოქტომბერს. 

 

კონფერენცია ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის და ინოვაციების ცენტრის მიერ.

 

ღონისძიება მიეძღვნა აზერბაიჯანში სამეცნიერო-ტექნოლოგიური საინფორმაციო სისტემის შექმნის 50 წლისთავს.

 

კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

•      საინფორმაციო ორგანოებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეგისტრაციისა და წარმოდგენის მეთოდოლოგია და პრაქტიკა;

•      ელექტრონული საინფორმაციო რესურსების გამოყენებისა და განვითარების გზები;

•      ინოვაციური პროცესების განვითარება;

•      საინოვაციო ტექნოლოგიებში კერძო სექტორის ჩართვა;

•      საინოვაციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

 

 
Last Updated 12/10/2008 ________________________________©2008 TECHINFORMI

 
strong>  
Last Updated 20/06/08 ________________________________©2008 TECHINFORMI