საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით: `ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები”.

კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში  სხვადასხვა  სამეცნიერო სფეროში. სტაჟირება დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კონკურსის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. გრანტის მაქსიმალური მოცულობაა 12 000 ლარი. საკონკურსო განაცხადები მიიღება ა.წ. 21 მაისამდე.
გამოცხადებული კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე: www.gnsf.ge.

ინფორმაციისთვის მიმართეთ:
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროგრამების მართვის სამმართველოს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორს
მაკა ქაჯაიას
უზნაძის 68, 0102 თბილისი
ტელ.: 95-17-52
ფაქსი: 95-62-05
ელ. ფოსტა: dep_science@gnsf.ge

Last Updated 04/02/2010 ________________________________©2008 TECHINFORMI