ტექინფორმი, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის (ICSTI) წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, მონაწილეობს ICSTI-ისა და კომპანია SWETS-ის ერთობლივ პროექტში `დოკუმენტების ელექტრონული მიწოდების სისტემა~. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებთან ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში.
სისტემა უზრუნველყოფს 27000-ზე მეტი დასახელების გამოცემაში დოკუმენტების,
მ.შ. სამეცნიერო სტატიების ძიებას და მოპოვებას. პროექტის საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია სტატიების ძიებისა და ელექტრონული ასლების დაკვეთის ექსპერიმენტული სამუშაოები შემდეგი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებში:

  1. British Library Document Supply Centre (BLDSC), დიდი ბრიტანეთი
  2. Canada Institute for Scientific and Technical Information (CISTI), კანადა
  3. FIZ AutoDoc, გერმანია
  4. Institut d’Information Scientifique et Technique (INIST), საფრანგეთი
  5. Infotrieve, Inc., აშშ
  6. Technical University Delft Library, ნიდერლანდები.
ტექინფორმს შეუძლია დახმარება გაუწიოს ქართველ მეცნიერებს მითითებულ ელექტრულ ბაზებში პუბლიკაციების მოძიებაში.
 
Last Updated 01/02/2009 ________________________________©2008 TECHINFORMI

 
strong>  
Last Updated 20/06/08 ________________________________©2008 TECHINFORMI